მუნჯის ალაპარაკება ბიბლიის მუხლები

ლუკას 1:64
უცებ გაეხსნა მას ბაგე და ენა, ალაპარაკდა და აკურთხებდა ღმერთს.

მათეს 9:33
როცა ეშმაკი განიდევნა, ალაპარაკდა მუნჯი; ამბობდა განცვიფრებული ხალხი: ასეთი რამ არასოდეს უნახავთო ისრაელში.

მათეს 12:22
მაშინ მოიყვანეს მასთან ბრმა და მუნჯი ეშმაკეული და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა.

მათეს 15:31
ისე, რომ უკვირდა ხალხს როცა ხედავდა, ალაპარაკებულ მუნჯებს, გამოჯანსაღებულ ავადმყოფებს, მოსიარულე კოჭლებს და მხედველ ბრმებს; და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.

მარკოზის 7:35
მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის შებოჭილობაც აეხსნა და გამართულად დაიწყო ლაპარაკი.

ლუკას 11:14
და განდევნა ეშმაკი მუნჯისგან. როგორც კი ეშმაკი გავიდა, ალაპარაკდა მუნჯი; და გაოცდა ხალხი.

მარკოზის 7:37
მეტისმეტად უკვირდათ და ამბობდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს, ყრუებს სმენას უხსნის და მუნჯებს ენას ადგმევინებს”.

ეზეკიელი 29:21
იმ დღეს აღმოვუცენებ რქას ისრაელის სახლს და პირს გაგიხსნი მათ შორის; მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი!”

რიცხვნი 22:28
პირი გაუხსნა ვირს უფალმა და უთხრა ვირმა ბილყამს: “რა დაგიშავე, რომ უკვე მესამედ მცემ?”

2 პეტრეს 2:16
მაგრამ მხილებულ იქნა თავის ურჯულოებაში; უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის უგუნურება.

Advertisements