მუშაობა ბიბლიის მუხლები

კოლოსელთა 3:23
ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ გულით, როგორც ღმერთისათვის და არა კაცთათვის.

ფსალმუნები 89:17
იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, ჩვენი ღმერთისა, ჩვენდამი, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე!

იგავნი 12:11
ვინც თავისას ხნავს და თესავს, არ დაიმშევა; უაზრო მიზნების მადევარი კი უგუნურია.

იგავნი 13:4
ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითის სული კი აღივსება.

ფილიპელთა 4:13
ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელში.

იგავნი 16:3
მიანდე უფალს შენი საქმენი და შენი გეგმები აღსრულდება.

ფილიპელთა 4:28
მპარავი ნუღარ მოიპარავს. სჯობს იშრომოს და თავისი ხელით მოიმოქმედოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად.

კოლოსელთა 3:24
იცოდეთ, რომ მიიღებთ უფლისაგან მემკვიდრეობას საზღაურად. ემსახურეთ უფალ ქრისტეს.

იგავნი 12:24
ბეჯითი ხელი იბატონებს; ზარმაცს კი ბეგარა დაედება.

იგავნი 14:23
ყოველ გარჯაშია მატება, ბაგეთა ამაო სიტყვისაგან – მხოლოდ დანაკლისი.

დაბადება 2:3
და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყოველი თავისი საქმისაგან, რასაც ღმერთი აკეთებდა.

ლუკას 1:37
რადგან ღმერთისათვის არაფერია შეუძლებელი.“

1 ტიმოთეს 5:8
ხოლო ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.

იერემია 29:11
რადგან მე კარგად ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენთვის, – ამბობს უფალი, – სამშვიდობო ზრახვები, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.

იგავნი 6:10-12
ცოტას კიდევ იძინებ, ცოტას წასთვლემ, კიდევ იქნები გულხელდაკრეფილი, და თავს დაგადგება სიღატაკე მაწანწალასავით, და გაჭირვება – ყაჩაღივით. კაცი უგვანი და უსამართლო სიცრუეს ვერ იშლის,

2 ტიმოთეს 2:6
მიწისმუშაკს მართებს პირველმა მიიღოს ნაყოფი.

დაბადება 2:15
და აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დასვა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად.

ტიტეს 2:7-8
ყველაფერში იყავი კეთილ საქმეთა ნიმუში: გამოავლინე მოძღვრებაში შეურყვნელობა, სიდინჯე, გქონდეს ნათელი და უკიცხველი სიტყვა, რათა მტერს შერცხვეს და ვერაფერი ცუდი ვერ თქვას ჩვენზე.

2 თესალონიკელთა 3:10
რადგან, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნობდით: ვისაც შრომა არ სურს, ის ნურც ჭამს,

Advertisements