მუსიკალური ინსტრუმენტები ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 19:16
მესამე დღეს, დილიდანვე ატყდა ჭექა-ქუხილი და მძიმე ღრუბელი ჩამოწვა მთაზე, მეტისმეტად ძლიერად ისმოდა რქის საყვირის ხმა და შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.

ლევიანნი 25:9
დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვეში და აუწყე თვის მეათე დღეს; აუწყეთ ბუკით გამოსყიდვის დღე მთელ თქვენს მიწაზე.

3 მეფეთა 1:39
აიღო ცადოკ მღვდელმა კარვიდან ზეთის რქა და სცხო სოლომონს. ჩაჰბერა საყვირს და დაიძახა მთელმა ხალხმა: „იცოცხლოს მეფე სოლომონმა!”

ფსალმუნები 149:3
განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარზე სიმღერით,

დაბადება 4:21
მის ძმას იუბალი ერქვა; და იყო იგი მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.

დანიელი 3:5-15
როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე დაემხობით და თაყვანს სცემთ იმ ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა! ვინც არ დაემხობა და თაყვანს არ სცემს, მაშინვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული!” ამიტომ, როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმა გაისმა, ყველა ხალხი, ტომი და ენა პირქვე დაემხო და მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართულ ოქროს კერპს სცა თაყვანი. ამ დროს მივიდა ზოგიერთი ქალდეველი და ბრალს სდებდა იუდაელთ. და უთხრეს მეფე ნაბუქოდონოსორს: „უკუნისამდე იცოცხლე, მეფევ! მეფევ, შენი ბრძანების თანახმად ყოველი კაცი, როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებდა, პირქვე უნდა დამხობილიყო და ოქროს კერპისთვის ეცა თაყვანი. ის, ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა, ჩაგდებული იქნებოდა ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში. მაგრამ არიან იუდეველნი, შენ რომ განაწესე ბაბილონის საქვეყნო საქმეებზე – შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფევ, ეს კაცნი არ დაემორჩილნენ შენს ბრძანებას, არც შენს ღმერთებს ემსახურებიან და არც შენს მიერ აღმართულ კერპს სცემენ თაყვანს”. მაშინ განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა ბრძანა შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოყვანა; და მოიყვანეს ეს კაცები მეფის წინაშე. მიუგო და უთხრა მათ ნაბუქოდონოსორმა: „შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მართალია, რომ არც ჩემს ღმერთებს ემსახურებით და არც ჩემ მიერ აღმართულ ოქროს კერპს სცემთ თაყვანს? ახლა, თუ ხართ მზად, რომ როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, დაემხოთ და თაყვანი სცეთ ჩემ მიერ აღმართულ კერპს? თუ თაყვანს არ სცემთ, მაშინვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნებით ჩაგდებულნი! რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?”

ფსალმუნები 97:4-6
სიხარულით შეჰყიჟინეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! იმხიარულეთ, სიხარულით შესძახეთ და ქება უმღერეთ. უგალობეთ უფალს ქნარით; ქნარით და გალობის ხმით. საყვირებით და ბუკის ხმით იყიჟინეთ მეფის, უფლის წინაშე.

2 ნეშტთა 15:14
შეჰფიცეს უფალს ხმამაღალი ხმითა და შეძახილებით, საყვირებითა და ბუკებით.

იობი 30:31
გოდებად იქცა ჩემი ქნარი და მოტირალთა ხმად – ჩემი სალამური.

ფსალმუნები 80:2
შემოსძახეთ სიმღერა და დაუკარით დაირა. ტკბილხმოვანი ქნარი ებანთან ერთად.

ფსალმუნები 32:2
ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.

ფსალმუნები 70:22
და მეც ებნით შევაქებ შენს ერთგულებას, ღმერთო; ქნარით გიმღერებ, ისრაელის წმიდავ.

2 ნეშტთა 29:25
დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ჩანგებითა და ქნარებით, დავითისა და გადის, მეფის მხილველის და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი ბრძანების მიხედვით, რადგან ასე იყო ნაბრძანები ეს უფლის მიერ წინასწარმეტყველთა მეშვეობით.

1 მეფეთა 18:6
და როცა ისინი და დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ ბრუნდებოდნენ, საულ მეფესთან შესახვედრად ისრაელის ყველა ქალაქიდან გამოვიდნენ გახარებული ქალები, სიმღერით, ცეკვით, დაფდაფებითა და სიმებიანი საკრავებით.


მსგავსი თემები:

მუსიკა

Advertisements