მუხლმოდრეკილი ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 94:6
მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიდრიკოთ; მუხლი მოვიყაროთ უფლის, ჩვენი შემოქმედის წინაშე.

2 ნეშტთა 7:3
როცა დაინახეს ისრაელის ძეებმა სახლზე გადმოსული ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს. და აქებდნენ უფალს, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

2 ნეშტთა 29:29
სრულადდასაწველი რომ აღასრულეს, მეფემ და ყველა მასთან მყოფმა ქედი მოიხარეს და თაყვანი სცეს.

ესაია 45:23
ჩემი თავი დავიფიცე! მართალი სიტყვა გამოვიდა ჩემი პირიდან და არ შეიცვლება: ჩემ წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და მე დამიფიცებს ყველა ენა.

რომაელთა 14:11
რადგან წერია: „ცოცხალი ვარ, – აბობს უფალი. ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს“.

ფსალმუნები 21:29
შეჭამს და თაყვანს გცემს ქვეყნის ყველა ამაყი; მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა.

მათეს 27:29
ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში ლერწამი დააჭერინეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“

მარკოზის 5:6
შორიდანვე დაინახა იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა.

მარკოზის 10:17
გზაზე რომ გამოვიდა, ვიღაც კაცმა მიირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: „კეთილო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“

ლუკას 5:8
ამის მნახველი სიმონ-პეტრე იესოს წინაშე მუხლებზე დაეცა და უთხრა: „გამშორდი, უფალო, რადგან ცოდვილი კაცი ვარ“.

3 მეფეთა 1:13
წადი, შედი მეფე დავითთან და უთხარი: განა შენ არ იყავი მეფევ, ჩემო ბატონო, რომ შემომფიცე შენს მხევალს, სოლომონი, შენი ძე გამეფდებაო ჩემ შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე! მაშ რატომ გამეფდა-თქო ადონია?

დანიელი 6:8
ახლა კი, მეფევ, დაადასტურე ეს ბრძანება და დაბეჭდე წერილი, რომ არ შეიცვალოს, როგორც მიდიელთა და სპარსთა კანონი, რომელიც არ გაუქმდება!“

მათეს 9:18
ამას რომ ლაპარაკობდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: „ჩემი ქალიშვილი ეს-ესაა მოკვდა, მოდი, ხელი დაადე და იცოცხლებს“.

ეფესელთა  3:14
ამისთვის ვიდრეკ მუხლს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამის წინაშე,

3 მეფეთა 8:54
და როგორც კი დაასრულა სოლომონმა ეს ლოცვა-ვედრება, ზეცისკენ ხელაპყრობილი წა­მო­იმართა მუხლებიდან, რადგან უფლის სამსხვერპლოს წინაშე იყო დაჩოქილი.

ეზრა 9:5
საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს, ავდექი მარხული და სამოსელშემოგლეჯილი, მუხლებზე დავემხე და ხელები უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ აღვაპყრე.

მათეს 8:2
აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: „უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმედა“.

მათეს 20:20
მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანს სცემდა და რაღაცას სთხოვდა მას.

Advertisements