მწყემსები, როგორც ეკლესიის ხელმძღვანელები ბიბლიის მუხლები

1 პეტრეს 5:4
და როცა გამოჩნდება მწყემსმთავარი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.

ეფესელთა 4:11
და მან მოგვცა ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლებად, ზოგნი კი მწყემსებად და მასწავლებლებად,

მარკოზის 3:14
თორმეტნი აირჩია და უწოდა მათ მოციქულნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ და საქადაგებლად გაეგზავნა ისინი,

საქმეები 14:23
ხელდასმით დაადგინეს თითოეული ეკლესიის ხუცესი და ლოცვითა და მარხვით მიუძღვნეს ისინი უფალს, რომელსაც ერწმუნენ.

1 კორინთელთა 12:28
და დააყენა ღმერთმა ეკლესიაში, პირველად მოციქულები, მერე წინასწარმეტყველნი, მერე მოძღვრები; შემდეგ ძალნი, განკურნების ნიჭი, შეწევნა, მართვა და სხვადასხვა ენები.

იოანეს 21:15
ნასაუზმევს, უთხრა სიმონ-პეტრეს იესომ: „სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარვარ?” მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ”. უთხრა: „აძოვე ჩემი კრავები”.

მარკოზის 6:34
გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება.

იოანეს 21:17
ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” დამწუხრდა პეტრე, მესამედ რომ ჰკითხა, გიყვარვარო? უთხრა მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ!” უთხრა იესომ: „აძოვე ჩემი ცხვრები.

1 კორინთელთა 3:2
რძეს გაძლევდით სასმელად და არა საჭმელს, რადგან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის მიღება და არც ახლა ძალგიძთ,

ებრაელთა 5:12-14
ვინაიდან დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკვე მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თქვენ ჯერ ისევ ღვთის სიტყვის პირველსაწყისები გაქვთ შესასწავლი. მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ. რადგან ყოველი, ვინც რძით იკვებება, ჩვილია და არ აქვს გამოცდილება სიმართლის სიტყვის გასაგებად. მაგარი საჭმელი განკუთვნილია მოწიფულთათვის, რომელთა გრძნობები ჩვევით არიან გაწაფული კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.

საქმეები 20:28
მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.

ფილიპელთა 1:1
პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, ყველა წმიდას ქრისტე იესოში, ფილიპეში რომ იმყოფებიან, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებით:

1 ტიმოთეს 3:1-2
სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს.  მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,

2 ტიმოთეს 1:17
არამედ რომში მოსულმა გულმოდგინედ მეძება და მომნახა.

ტიტეს 1:7
ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის სახლმმართველი, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარული.

იაკობის 1:27
ღვთისა და მამის წინაშე წმიდა და უმწიკვლო მსახურება ის არის, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისგან.

საქმეები 20:29
რადგან ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ულმობელი მგლები შემოგივარდებიან, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.

მათეს 7:15
უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსელით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან.

იოანეს 10:1
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: „ვინც კარიდან არ შედის ცხვრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდია და ავაზაკი.

1 პეტრეს 5:3
ნუკი გაბატონდებით ღმერთის წილხვედრილებზე, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსათვის.

ებრაელთა 13:17
დაუჯერეთ თქვენს წინამძღვრებს და დაემორჩილეთ მათ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არა ოხვრით, რადგან მაშინ ეს უსარგებლო იქნებოდა თქვენთვის.

იოანეს 10:15
როგორც მამა მიცნობს მე, მე კი მამას ვიცნობ. და ჩემს სიცოცხლეს ვდებ ცხვრებისთვის.

საქმეები 12:1-4
იმ დღეებში, მეფე ჰეროდემ საბოროტოდ აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე.  მან მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა;  და როცა დაინახა, რომ ამით იუდევლებს აამა, პეტრეც დააპატიმრა. უფუარობის დღეები იყო.  შეიპყრო თუ არა, სატუსაღოში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს უბრძანა მისი დაცვა. განზრახული ჰქონდა, პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე.

საქმეები 21:13
მაგრამ პავლემ გვითხრა: „რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, იერუსალიმში სასიკვდილოდაც კი მზად ვარ უფალ იესოს სახელისთვის”.

Advertisements