მხეცი ბიბლიის მუხლები

დანიელი 7:3-7
ზღვიდან ოთხი, ერთმანეთისგან განსხვავებული დიდი მხეცი ამოვიდა.   პირველი ლომის მსგავსი იყო და არწივის ფრთები ჰქონდა. ვუყურებდი, ვიდრე ფრთები დააწყდებოდა; იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.  აჰა, მეორე მხეცი დათვის მსგავსი იყო, ცალ გვერდზე იდგა და სამი ეშვი ჰქონდა პირში, კბილებს შორის. უთხრეს: „ადექი და ჭამე ბევრი ხორცი”.   შემდეგ დავინახე და აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, რომელსაც ზურგზე ფრინველის ოთხი ფრთა ჰქონდა; ოთხი თავი ჰქონდა მხეცს და მიეცა მას ხელმწიფება.   ამის შემდეგ აჰა, მეოთხე მხეცს ვხედავ ჩემს ღამის ხილვაში, საშინელს, საზარელს და ძალზე ძლიერს, რომელსაც რკინის დიდი კბილები ჰქონდა. ჭამდა იგი, მუსრავდა და ფეხით თელავდა ნარჩენებს. ყველა წინა მხეცისგან გამოირჩეოდა და ათი რქა ჰქონდა.

გამოცხადება 11:7
და როცა დაასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, გაიმარჯვებს და დახოცავს მათ.

გამოცხადება 13:1
და დავინახე ზღვიდან ამომავალი მხეცი, შვიდი თავი და ათი რქა რომ ჰქონდა; რქებზე ათი დიადემა ედგა, თავებზე კი – საგმობი სახელები.

გამოცხადება 17:3
სულში გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე დედაკაცი, რომელიც ღვთისმგმობი სახელებით სავსე, შვიდთავიან და ათრქიან მეწამული ფერის მხეცზე იჯდა.

გამოცხადება 13:15
და მიეცა უფლება, რომ სული შთაებერა მხეცის ხატებისთვის, რათა მხეცის ხატებას ისე ელაპარაკა და ემოქმედა, რომ მოკლულიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას.

გამოცხადება 13:16-17
და ყველას – პატარებს და დიდებს, მდიდრებს და ღარიბებს, თავისუფლებს და მონებს – მიაღებინა ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე.  რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი – მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი.

გამოცხადება 13:2-7
მხეცი, მე რომ ვიხილე, ავაზას ჰგავდა; ფეხები დათვის ტორებს მიუგავდა, პირი – ლომის ხახას; და მისცა მას გველეშაპმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება. და ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა; და მთელი დედამიწა განცვიფრებული გაჰყვა მხეცს.  და თაყვანი სცეს გველეშაპს, ძალაუფლება რომ მისცა მხეცს; თაყვანს სცემდნენ მხეცს და ამბობდნენ: ვინ არის ამ მხეცისთანა? ვის ძალუძს მასთან შებრძოლება?   და მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა და დაეგმო ღმერთი; და მიეცა მას ხელმწიფება ორმოცდაორ თვეს სამოქმედოდ.   გახსნა მან პირი ღვთის საგმობად და დაგმო მისი სახელი, მისი სავანე და ცაში დავანებულნი.   და მიეცა მას, რომ ეომა წმიდებთან და გაემარჯვა მათზე, და მიეცა მას ძალაუფლება ყველა ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე;

გამოცხადება 14:9:11
მესამე ანგელოზი მოჰყვა მათ და დიდი ხმით თქვა: „ვინც თაყვანსა სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე,  ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისგან, მისი რისხვის თასში რომ არის გამზადებული შეუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლსა და გოგირდში წმიდა ანგელოზების წინაშე და კრავის წინაშე.  მათი წამების კვამლი ავა უკუნითი უკუნისამდე და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატების თაყვანისმცემლებს და ვინც იღებს მისი სახელის ნიშანს.

გამოცხადება 16:2
წავიდა პირველი და გადმოღვარა თავისი თასი მიწაზე; და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები იმ ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს.

გამოცხადება 20:4
და ვიხილე ტახტები და მათზე მხსდომნი; და გადაეცათ მათ სამსჯავრო; და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისთვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებმაც არც მხეცს სცეს თაყვანი, არც მის ხატებას და არც მისი ნიშანი მიიღეს შუბლსა და ხელზე. ისინი გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს.

გამოცხადება 16:10-11
გადმოღვარა მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისგან ენებს იკვნეტდნენ.  გმობდნენ ზეციერ ღმერთს თავიანთი ტკივილებისა და ჭრილობების გამო; და არ მოინანიეს თავიანთი საქმეები.

გამოცხადება 17:7-14
მაშინ მითხრა ანგელოზმა: „რატომ გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ამ დედაკაცისა და შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცისა, მას რომ ატარებს.   მხეცი, შენ რომ იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ უფსკრულიდან ამოვა და დაღუპვისკენ წავა; დედამიწის მკვიდრთ, რომელთა სახელებიც ქვეყნიერების შექმნიდან არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, გაუკვირდებათ, მხეცს რომ დაინახავენ, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.   აქ არის გონება, რომელსაც სიბრძნე აქვს: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზეც ეს დედაკაცი ზის;  მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება.  მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა, შვიდთა რიცხვიდან, და დაღუპვისკენ მიდის.  ათი რქა, რომლებიც იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას როგორც მეფეები, ერთი საათით. მათ ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალასა და ხელმწიფებას მხეცს გადასცემენ.  ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე, და მასთან მყოფნი მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი არიან”.

გამოცხადება 19:19-20
და ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი ერთად შეკრებილნი, რათა შებძოლებოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს.  და შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც მის წინაშე ახდენდა სასწაულებს, რომელთა მეშვეობითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატების თაყვანისმცემელნი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, გოგირდით რომ იწვოდა.

Advertisements