მხოლოდ ღმერთი ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 85:10
რადგან დიადი და სასწაულმოქმედი ხარ, შენ ხარ ერთადერთი ღმერთი.

ფსალმუნები 61:5
მხოლოდ ღმერთს ელოდება სული ჩემი მდუმარედ, რადგან მისგან არის ჩემი იმედი.

ლუკას 4:8
მიუგო იესომ პასუხად: „დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.“

1 ნეშტთა 16:25
რადგან დიადია უფალი და დიდად საქებარი; ყველა ღმერთზე შიშისმომგვრელია იგი.

იოანეს 5:44
როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას, რომელიც ერთადერთი ღმერთისგან არის, არ ეძებთ?

1 ტიმოთეს 1:17
ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელ, უხილავ, ერთადერთ ღმერთს – მას დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

რომაელთა 16:27
ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

1 ტიმოთეს 6:15
რასაც თავის დროზე წარმოაჩენს კურთხეული და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი,

ფსალმუნები 148:13
ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული. მისი სიდიადეა ქვეყნად და ცაში.

ესაია 26:13
უფალო, ღმერთო ჩვენო! შენს გარდა სხვებიც ბატონობდნენ ჩვენზე, ჩვენ კი, მხოლოდ შენს სახელს ვიხსენებთ.

1 მეფეთა 7:4
განიშორეს ისრაელიანებმა ბაყალები და ყაშთაროთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ.

ესაია 63:5
ვიყურებოდი და არავინ იყო შემწე; გავოცდი, რადგან არავინ იყო დასაყრდენი; ამიტომ ჩემმა მკლავმა მიხსნა და ჩემმა გულისწყრომამ გამამაგრა.

მეორე რჯული 32:12
მარტოდ-მარტო უფალი მიუძღოდა მას და უცხო ღმერთი არ ჰყოლია გვერდით.

ლუკას 5:21
მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მსჯელობა გამართეს ერთმანეთში; ამბობდნენ: “ვინ არის ეს, ღმერთს რომ გმობს?! ვის ძალუძს ცოდვების მიტევება, ერთი ღმერთის გარდა?”

 

Advertisements