მზადყოფნა ბიბლიის მუხლები

მათეს 22:4
კვლავ გაგზავნა სხვა მონები და დააბარა: უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ნადიმი, ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!

ლუკას 14:16-17
მან კი უთხრა: „ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა და ბევრი მიიწვია.  სერობის დრომ რომ მოაწია, მონა გაგზავნა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო.

1 პეტრეს 1:5
ღვთის ძალით დაცულნო – რწმენის მეშვეობით – ხსნისთვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.

3 მეფეთა 20:12
ეს სიტყვა რომ მიუტანეს ბენ-ჰადადს, მეფეებთან ერთად სვამდა კარვებში. უთხრა თავის მსახურებს: „ალყაში მოაქციეთ”. და შემოადგნენ ქალაქს.

2 ნეშტთა 25:5
შეკრიბა ამაციამ იუდა და მამისსახლების, ათასისთავებისა და ასისთავების მიხედვით დააყენა მთელი იუდა და ბენიამინი. აღრიცხა ოც წელზე მეტი ხნისანი და გამოვიდა სამასი ათასი რჩეული კაცი, საომრად გამსვლელი და ფარ-შუბის დამჭერი.

დანიელი 11:10
იარაღს აისხამენ მისი ვაჟები და მრავალრიცხოვან ლაშქარს შეკრებენ. ერთ-ერთი მათგანი წამოვა, წყალდიდობასავით წალეკავს და გაივლის. მერე მობრუნდება და იომებს თავის ციხე-სიმაგრემდე.

1 პეტრეს 5:8
იყავით მღვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.

ფსალმუნები 38:1
ვთქვი – დავიცავ ჩემს გზებს, რომ არ შევცოდო ჩემი ენით, ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტნი იმყოფებიან ჩემს წინაშე.

მათეს 26:41
იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი – უძლური”.

მარკოზის 14:38
იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მოშურნეა, ხოლო ხორცი უძლური”.

ლუკას 22:46
უთხრა: „რატომ გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში”.

1 კორინთელთა 10:12
ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფხიზლოს, რომ არ წაიქცეს!

4 მეფეთა 20:1
იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ; მივიდა მასთან ესაია წინასწარმეტყველი, ძე ამოცისა, და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ”.

ესია 38:1
იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია ამოცის ძე და უთხრა, ასე ამბობს უფალი: “ანდერძი დაწერე შენი სახლისთვის, რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ!”

დაბადება 46:30
უთხრა ისრაელმა იოსებს: „ახლა თუნდაც მოვკვდე, რაკი ვიხილე შენი სახე, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ!”

საქმეები 21:13
მაგრამ პავლემ გვითხრა: „რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, იერუსალიმში სასიკვდილოდაც კი მზად ვარ უფალ იესოს სახელისთვის”.

1 პეტრეს 1:13
ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.

1 მეფეთა 25:41
აჩქარდა აბიგაილი, შეჯდა ვირზე და თან ხუთი მოახლე წაიყოლა, გაჰყვა დავითის კაცებს, მივიდა და გახდა მისი ცოლი.

იოანეს 9:4
სანამ დღეა, ჩემი მომავლინებლის საქმენი უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, და მაშინ ვეღარავინ შეძლებს კეთებას.

2 კორინთელთა 8:19
გარდა ამისა, ეკლესიების მიერ ხელდასხმულიცაა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რასაც ვემსახურებით ჩვენ, თვით უფლის სადიდებლად და ჩვენი წადილის შესაბამისად.

ტიტეს 3:1
შეახსენე მათ – დაემორჩილონ და მოუსმინონ გამგებლებსა და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისთვის.

იერემია 1:17
შენ კი, შემოისარტყლე წელი, აღსდექ და უთხარი მათ ყველაფერი, რასაც გიბრძანებ. ნუ შედრკები მათ წინაშე, რათა მეც არ შეგაძრწუნო.