მზარდი რწმენა ბიბლიის მუხლები

2 თესალონიკელთა 1:3
მუდამ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს თქვენს გამო, ძმებო, – რადგან ეს სწორია, – იმისთვის, რომ უაღრესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ.

საქმეები 16:5
ეკლესიები კი, მტკიცდებოდნენ რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.

2 კორინთელთა 10:15
უზომოდ კი არ ვიკვეხნით სხვათა ჯაფით, თუმცა იმედი გვაქვს რომ ჩვენი ნაყოფებიც გამრავლდება თქვენ შორის, თქვენი მზარდი რწმენის შესაბამისად.

გამოცხადება 2:19
ვიცი შენი საქმეები, სიყვარული, რწმენა, მსახურება და მოთმინება; და რომ შენი უკანასკნელი საქმეები პირველზე მეტია.

მათეს 6:28-30
სამოსელზე რაღად დარდობთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელ თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა, მცირედ მორწმუნენო?

ლუკას 12:27-28
დაუკვირდით შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც ჯაფა აქვთ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუკი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასეთნაირად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?

მარკოზის 4:40
უთხრა მათ: „რატომ გეშინიათ? რატომ არა გაქვთ რწმენა?”

მათეს 17:20
ხოლო მან უთხრა: „თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას – აქედან იქით გადადიო, გადავა; და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.

იოანეს 12:42-43
ბევრმა მთავარმა ირწმუნა იგი, მაგრამ ვერ აღიარებდნენ ფარისეველთა გამო, სინაგოგიდან რომ არ მოეკვეთათ. რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღმერთის დიდება.

იოანეს 19:38
ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა, რომელიც იუდეველთა შიშის გამო ფარულად ემოწაფებოდა იესოს, პილატეს იესოს გვამის ჩამოხსნა სთხოვა. პილატემ დართო ნება. მაშინ მოვიდა და ჩამოხსნა მისი გვამი.

ებრაელთა 10:22
მივუახლოვდეთ მას მართალი გულებით და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.

მათეს 8:10
ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა მათ, უკან რომ მიჰყვებოდნენ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა.

მათეს 9:20-22
აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლის დენით, უკნიდან მიუახლოვდა და მისი სამოსელის კალთას შეეხო. ვინაიდან ამბობდა თავისთვის: მის სამოსელს მაინც თუ შევეხე, განვიკურნებიო. იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა”. და მაშინვე განიკურნა ქალი.

3 მეფეთა 18:3
და მოუხმო ახაბმა ობადიაჰუს, სასახლის მოურავს; ძალზე ღვთისმოშიში იყო ობადიაჰუ.

4 მეფეთა 18:5
უფალზე, ისრაელის ღმერთზე იყო მინდობილი; არ ყოფილა მისი მსგავსი იუდას მეფეთა შორის არც მის შემდგომ და არც იმათ შორის, ვინც მის წინ იყო.

2 ნეშტთა 31:20
ასე მოიქცა ხიზკიაჰუ მთელს იუდაში და გააკეთა ის, რაც სამართლიანი და ჭეშმარიტი იყო უფლის, თავისი ღვთის წინაშე.

1 ტიმოთეს 4:12
აბუჩად არავინ აგიგდოს შენი სიჭაბუკის გამო, არამედ ნიმუში იყავი მორწმუნეთათვის – სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.

ებრაელთა 13:7
გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლნი, რომლებიც ღვთის სიტყვას გიქადაგებდნენ; მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენმა მიბაძეთ მათ რწმენას.

საქმეები 11:24
კეთილი კაცი იყო იგი, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე, ამიტომ მრავალი ხალხი შეემატა უფალს.

1 ტიმოთეს 6:11
შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს.

2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.

აბაკუმი 3:17-18
თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი და აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი და მინდვრებმა საზრდო არ მოიტანონ; მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსელში საქონელი, მე მაინც უფალში გავიხარებდი, მუდამ ვილხენდი ჩემი ხსნის ღმერთში.

იობი 19:25-27
მე კი ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი და საბოლოოდ აღდგება დედამიწაზე; კანიც რომ შემომეცლება, მაინც ჩემივე ხორცში ვიხილავ ღმერთს! რადგან თვითონ ვიხილავ მას, ჩემი თვალები იხილავენ და არა სხვისანი. გული ჩემი გაილია ჩემში!

მარკოზის 6:56
სადაც შედიოდა, სოფლებში, ქალაქებსა თუ სანახებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ ავადმყოფებს და ევედრებოდნენ, რომ მისი სამოსლის კალთას მაინც შეხებოდნენ და ყველა, ვინც შეეხო, განიკურნა.

2 კორინთელთა 8:7
ჰოდა, როგორი სიუხვეც გაქვთ ყველაფერში – რწმენასა და სიტყვაში, შემეცნებასა და ყოველგვარ სწრაფვაში, და თქვენდამი ჩვენს სიყვარულში, – ასევე იუხვეთ ამ მადლშიც.

კოლოსელთა 2:5-7
ვინაიდან, თუმცა ხორციელად შორს ვარ თქვენგან, სულით თქვენთან ვიმყოფები და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესიერებას და თქვენი რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში. ამიტომ როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში ფესვგადგმულებმა და მასში აღშენებულებმა, როგორც გისწავლიათ, რწმენით გულდაჯერებულებმა, და გარდამეტებული მადლიერებით.

ლუკას 17:5
უთხრეს უფალს მოციქულებმა: „მოგვიმატე რწმენა”.

2 ნეშტთა 32:7-8
„განმტკიცდით და გამხნევდით, ნუ შეშინდებით და ნუ შეუკრთებით აშურის მეფეს და მთელ მის ურდოს, რადგან ის უფრო დიდია, ვინც ჩვენთანაა, ვიდრე ის, ვინც მათთან. მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი, უფალი, ჩვენი ღმერთია, რათა შეგვეწიოს და ჩვენს ომებში იბრძოლოს!” და გამხნევდა ხალხი ხიზკიაჰუს, იუდას მეფის სიტყვების გამო.

1 თესალონიკელთა 3:10
დღედაღამ მხურვალედ ვლოცულობთ, რათა ვიხილოთ თქვენი სახე და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულობა.

რიცხვნი 14:6-9
და შემოიხიეს სამოსელი იეშუა ნავეს ძემ და ხალებ იეფუნეს ძემ, რომლებიც ქვეყნის მზვერავთაგანნი იყვნენ. უთხრეს ისრაელის მთელ თემს: „ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ძალზე კარგი ქვეყანაა. მოვიქცეთ უფლისთვის სათნოდ, შეგვიყვანს ამ ქვეყანაში და მოგვცემს ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი. ოღონდ ნუ ამბოხდებით უფლის წინააღმდეგ და იმ ქვეყნის ხალხისა ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენი ნადავლია იგი. ვინაიდან განერიდა მათ მფარველი, ჩვენს შორის კი თავად უფალია, ნუ გეშინიათ”.

ლუკას 22:32
მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და როცა კვლავ მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები”.

საქმეები 14:22
ამხნევებდნენ და შეაგონებდნენ მოწაფეებს, რომ მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში. ეუბნებოდნენ: მრავალი ჭირის მეშვეობით უნდა შევიდეთო ღვთის სამეფოში.

რომაელთა 1:11-12
ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად, რაც თქვენთან ერთად მანუგეშებს საერთო რწმენის მეშვეობით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.

რომაელთა 4:18-21
რომელიც უიმედობაში ერწმუნა იმედით, რათა გამხდარიყო მრავალი ერის მამა, როგორც ნათქვამია: „ასე იქნება შენი თესლი”. არ შესუსტებია რწმენა, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის ასი წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო. და არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს. და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა.