მზისქვეშეთში ბიბლიის მუხლები

ეკლესიასტე 1:3
რა სარგებელი აქვს ადამიანს, მთელი მისი შრომისაგან მზისქვეშეთში რომ ეწევა?

ეკლესიასტე 1:9
რაც იქნება, ის უკვე იყო და, რაც უკვე მოხდა, ისევ ის მოხდება: არაფერია ახალი მზის ქვეშ.

ეკლესიასტე 2:17-22
მოვიძულე ცხოვრება, რადგან მწუხარებად მივიჩნიე ყოველივე რაც მზისქვეშეთში ხდება; რადგან ამაოებაა ყოველივე და ქარის დევნა! მთელი ჩემი ნახელავიც მოვიძულე, რისთვისაც ამ მზისქვეშეთში მიშრომია, რადგან ვუტოვებ კაცს, ჩემ შემდეგ მოსულს. და ვინ იცის, ბრძენი იქნება იგი თუ ბრიყვი; ვინც დაეპატრონება მთელ ჩემს ნაშრომს, ჩემი შრომითა და სიბრძნით მოპოვებულს მზისქვეშეთში. ესეც ამაოებაა! ამიტომ გული ამიცრუვდა – მზისქვეშეთში მთელი ჩემი შრომის ნაყოფზე. ვინაიდან არის კაცი, რომელიც სიბრძნით, ცოდნითა და ნიჭით იღწვის, მემკვიდრეობას კი ისეთ კაცს უტოვებს, რომელსაც არ უშრომია. ესეც ამაოებაა და დიდი ბოროტება! მაშ, რაღას იღებს ადამიანი, მთელი მისი შრომისა და გულის წადილის შედეგად რომ შრომობს მზისქვეშეთში?

ეკლესიასტე 3:16
ესეც ვიხილე მზის ქვეშ: სამართლის ადგილას – უკანონობა, სიმართლის ადგილას – უმართლობაა.

ეკლესიასტე 4:1
მივუბრუნდი და ვნახე, ყოველი ძალადობა, რაც მზისქვეშეთში ხდება: აჰა, იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და ნუგეშისმცემელი არა ჰყავთ მათ! მჩაგვრელთა ხელთ არის ძალა, ნუგეშისმცემელი კი არა ჰყავთ მათ.

ეკლესიასტე 5:13
დიდი ბოროტება ვიხილე მზის ქვეშ: სიმდიდრე, თავის პატრონის მიერ შენახული – მისდა საუბედუროდ.

ეკლესიასტე 6:12
რადგან ვინ იცის, რა არის კარგი ადამიანისათვის ცხოვრებაში, მისი ამაო ცხოვრების დათვლილ დღეებში, რომლებიც აჩრდილივით გაქრებიან? და ვინ ეტყვის ადამიანს, თუ რა იქნება მის შემდეგ მზისქვეშეთში?

ეკლესიასტე 8:17
ვიხილე ღმერთის ყოველი საქმე, მაგრამ ადამიანს არ ძალუძს ჩასწვდეს ყოველივეს, რაც მზისქვეშეთში ხდება: რამდენიც არ უნდა ეძიოს კაცმა ვერ ჩასწვდება. რომც თქვას ბრძენკაცმა – მე ვიციო! – მაინც ვერ შეძლებს ჩაწვდომას.

ეკლესიასტე 9:9
დატკბი სიცოცხლით ქალთან ერთად, რომელიც გიყვარს შენს წუთისოფელში, და რომელიც მოგცა ღმერთმა მზისქვეშ შენს წუთისოფელში, რადგან ესაა შენი ხვედრი სიცოცხლეში და იმ შრომაში, რასაც შენ მზისქვეშ ეწეოდი.

ეკლესიასტე 12:13-14
ისმინე ყოველივე ამის დასკვნა: გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნებანი, რადგან ეს არის უმთავრესი ყველა ადამიანისთვის; რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს – კარგი იქნება ეს, თუ ცუდი.

Advertisements