ნაადრევი სიკვდილი ბიბლიის მუხლები

ესაია 57:1
კვდება მართალი და არ არის კაცი, გულთან რომ მიიტანოს ეს; მადლის კაცები წარიტაცებიან და არავის ესმის, რომ ბოროტების მიზეზით წარიტაცება მართალი.

ფსალმუნები 101:24
ვეტყვი: ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ ჩემი დღეების ნახევარს! თაობიდან თაობამდეა შენი წლები.

იობი 22:15-16
ნუთუ იმ ძველ გზას ადგახარ, ავკაცნი რომ დადიოდნენ, რომელნიც უდროოდ იქნენ წარტაცებულნი, რომელთა საძირკველიც მდინარემ გადარეცხა?

ეკლესიასტე 7:17
ნუ იქნები მთლად უღმრთო და ნურც მთლად ბრიყვი, რათა მშვიდობით გალიო შენი სიცოცხლის დღენი.

ესაია 38:10
ვთქვი: ჩემი დღეების შუაძალზე მივადექი შავეთის კარიბჭეებს, მომაკლდება დანარჩენი წლები.

გოდება იერემიასი 2:12
დედებს შებღავიან: სად არის პური და ღვინო? და იკრუნჩხებიან დაჭრილებივით ქალაქის ქუჩებში და სულს ღაფავენ დედის კალთებში.

იობი 36:13-14
გულმრუდნი აღძრავენ რისხვას, შველას არ ითხოვენ მისგან, როდესაც ბორკილს ადებს მათ. სიჭაბუკეშივე კვდება მათი სული, და მათი სიცოცხლე თავდება სირცხვილში.

Advertisements