ნაჩქარევი გადაწყვეტილება ბიბლიის მუხლები

იგავები 19:2
ცოდნის გარეშე არ ვარგა კაცი და ვინც ნაბიჯებს იჩქარებს – შესცოდავს.

ეკლესიასტე 7:9
ნუ იჩქარებ გაბრაზებას, რადგან ბრიყვთა გულში ბუდობს სიბრაზე.

დაბადება 18:6
აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა: „იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”.

დაბადება 18:7
ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.

დაბადება 24:20
სწრაფად ჩაცალა თავისი სურა გეჯაში და ისევ ჭისკენ გაეშურა წყლის ამოსახაპად. და ამოხაპა ყველა მისი აქლემისათვის.

დაბადება 43:30
და ისწრაფა იოსებმა გასვლა, რადგან გაღვივდა მისი გრძნობები თავისი ძმისადმი, და ტირილი მოუნდა; შევიდა თავის ოთახში და ატირდა.

დაბადება 44:11
სწრაფად ჩამოიღო თითოეულმა თავისი ტომარა და მოუხსნეს პირები.

გამოსვლა 10:16
სასწრაფოდ მიიწვია ფარაონმა მოსე და აჰარონი და უთხრა: „შევცოდე უფლის, თქვენი ღმერთისა და თქვენს წინაშე.

გამოსვლა 34:8
ისწრაფა მოსემ, მიწამდე მოიდრიკა და თაყვანი სცა უფალს.

მეორე რჯული 16:3
არ ჭამოთ მასთან ერთად საფუარიანი; ჭამეთ შვიდი დღე მასთან ერთად ხმიადი – გაჭირვების პური, ვინაიდან ჩქარობდი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლისას, რომ მთელი სიცოცხლე გახსოვდეთ ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლის დღე.

იეოს ნავეს ძე 4:10
იდგნენ კიდობნის მზიდველი მღვდლები იორდანეს შუაგულში, ვიდრე არ შესრულდა ყოველი სიტყვა, რაც უბრძანა უფალმა იეშუას ხალხისთვის სათქმელად, მოსეს ანდერძისამებრ იეშუასადმი; და ჩქარობდა ხალხი გაღმა გადასვლას.

1 მეფეთა 21:8
უთხრა დავითმა ახიმელექს: „ხომ არა გაქვს ხელთ შუბი ან მახვილი? რადგან სასწრაფო იყო მეფის ბრძანება და თან არ წამომიღია ჩემი მახვილი და საჭურველი”.

1 მეფეთა 23:26
ამ დროს მივიდა მაცნე საულთან და უთხრა: „იჩქარე და წადი, რადგან ფილისტიმელნი შემოესივნენ ქვეყანას”.

2 მეფეთა 19:17
თან ათასი ბენიამინელი კაცი ახლდა. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური თავის თხუთმეტი შვილითა და ოცი მსახურით; იჩქარეს და მეფეზე წინ გადმოლახეს იორდანე.

3 მეფეთა 12:18
გაგზავნა მეფე რეხაბყამმა ჰადორამი ხარკის ასაკრეფად, მაგრამ ქვებით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა და მოკვდა. ისწრაფა მეფე რეხაბყამმა ეტლზე ასვლა და იერუსალიმს გაქცევა.

4 მეფეთა 7:15
იორდანემდე მიჰყვნენ მათ კვალს და, აჰა, მთელი გზა სავსე იყო ტანისამოსით და საბრძოლო აღჭურვილობით, არამელებს რომ დასცვენოდათ სიჩქარეში. მობრუნდნენ მოციქულები და მოახსენეს მეფეს.

ეზრა 4:23
როდესაც რეხუმის, შიმშაი მწიგნობარის და მათი თანამზრახველების წინაშე წაიკითხეს მეფე ართახშასთას წერილი, დაუყოვნებლივ წავიდნენ იერუსალიმში იუდეველებთან და ძლიერი მკლავით შეაწყვეტინეს მუშაობა.

დანიელი 2:25
მაშინ არიოქმა სასწრაფოდ წარუდგინა მეფეს დანიელი და უთხრა: ვიპოვე კაცი დევნილი იუდევლების ძეთაგან, რომელიც მეფეს სიზმრის მნიშვნელობას აუხსნის”.

დანიელი 3:24
მაშინ ფეხზე წამოიჭრა გაოცებული ნაბუქოდონოსორი და თავის მთავრებს უთხრა: „განა სამი შებოჭილი კაცი არ ჩავყარეთ ცეცხლში?” მიუგეს და უთხრეს მეფეს: „ჭეშმარიტად, მეფევ!”

დანიელი 6:19
გათენებისთანავე, განთიადზე ადგა მეფე და სასწრაფოდ წავიდა ლომების ხაროსკენ.

იონა 4:2
შეღაღადა უფალს და უთხრა: „გემუდარები, უფალო, განა ამას არ ვამბობდი ჯერ კიდევ ჩემს ქვეყანაში ყოფნისას? ამის გამო გავიქეცი თარშიშს, რადგან ვიცოდი, რომ შემწყნარებელი ღმერთი ხარ და მიმტევებელი, სულგრძელი და დიდმოწყალე, და თავს არიდებ დასჯას.

ნაუმი 2:5
უხმობს აშურის მეფე თავის რჩეულთ, მაგრამ ბრკოლდებიან თავიანთ სვლაში; გალავნისკენ მიისწრაფიან, იქაც გამაგრებულია დაცვა.

ლუკას 1:39
ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა იმ დღეებში მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში.

ლუკას 2:16
სასწრაფოდ მივიდნენ და ნახეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლარე ყრმა.

ლუკა 19:6
და სწრაფად ჩამოსულმა, სიხარულით მიიღო იგი.

საქმეები 20:16
პავლემ ეფესოსთვის გვერდის ავლა გადაწყვიტა, რათა აზიაში არ დაყოვნებულიყო; ჩქარობდა, უნდოდა მეერგასე დღეს, თუ მოუხერხდებოდა, იერუსალიმში ყოფილიყო.

Advertisements