ნაკლის ზემოქმედება ბიბლიის მუხლები

დაბადება 3:17-19
უთხრა ადამს: „რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!” ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ. შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.

დაბადება 5:29
უწოდა მას სახელად ნოე და თქვა: „ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში უფლის მიერ დაწყევლილ მიწაზე”.

რომაელთა 8:20-22
რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ იმედით, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან, ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის. ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე;

ფსალმუნები 102:15-16
ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება. ქარი გადაუქროლებს და – აღარ არის, ვეღარავინ იცნობს მის ადგილსამყოფელს.

2 პეტრეს 1:4
რომელთა მიერაც მოგვეცა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათი მეშვეობით გავხდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი, განვერიდებით რა გულისთქმით გამოწვეულ ხრწნილებას ამ ქვეყანაზე.

2 მეფეთა 14:14
ყველანი მოვკვდებით და აღარ შევგროვდებით მიწაზე დაღვრილი წყალივით; მაგრამ ღმერთი არ ღუპავს კაცის სიცოცხლეს, არამედ გზებს ეძებს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს სამუდამოდ.

ფსალმუნები 89:3-10
კვლავ მტვრად აქცევ ადამიანს და ეტყვი: დაბრუნდით, ადამის ძენო! რადგან ათასი წელი შენს თვალში, გუშინდელი, განვლილი დღესავით არის, როგორც ერთი საგუშაგო ღამისა. ღვართქაფივით გააქანებ მათ, სიზმარივით ჩაივლიან, ბალახივით, რომელიც ფერს იცვლის ყოველ დილით: დილას ჰყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება. რადგან დავილიეთ შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით. თვალწინ გაქვს დადებული ჩვენი დანაშაულებანი და ჩვენი საიდუმლო ცოდვანი – შენი სახის სინათლეზე. რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ისე მიდის ჩვენი წლები, როგორც ერთი ამოსუნთქვა. ჩვენი დღეების რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს – ოთხმოცი წელიწადი; ამათგან კი უმეტესი ჯაფა და წუხილია, რადგან სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ.

იაკობის 1:9-10
თავმდაბალი ძმა კი იქოს თავისი სიმაღლით, მდიდარი – თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის როგორც მინდვრის ყვავილი.

1 პეტრეს 1:24
რადგან ყოველი ხორციელი ბალახს ჰგავს და ადამიანის ყოველი დიდება ბალახის ყვავილს. გახმა ბალახი და დაცვივდა მისი ყვავილიც.

იობი 4:18
აჰა, თავის მსახურებსაც კი არ ენდობა და თავის ანგელოზებშიც პოულობს ნაკლს,

2 პეტრეს 2:4
რადგან ღმერთმა ის ანგელოზებიც არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ წყვდიადის ბორკილებს გადასცა და ტარტაროზში ჩაყარა სამსჯავროსთვის შესანახად,

რომაელთა 3:23
ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას.

დაბადება 6:5
და იხილა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ქვეყანაზე, რომ მუდამჟამს უკეთური იყო მათი გულისთქმა.

3 მეფეთა 8:46
თუ შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს კაცი, რომ არ შესცოდოს, და განურისხდები, მტრის ხელში ჩააგდებ, რათა ტყვედ წაიყვანონ მტრის მიწაზე, შორს ან ახლოს.

ფსალმუნები 13:3
ყველამ გადაუხვია გზიდან, ერთიანად გაბინძურდნენ; არ არის მქმნელი სიკეთისა, ერთიც არ არის.

იგავნი 20:9
ვინ იტყვის: გული გავისუფთავე, განწმედილი ვარო ჩემი ცოდვისგან?

ესაია 53:6
ყველას გზა აგვებნა ცხვრებივით, თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. უფალმა კი მას დააკისრა ყველა ჩვენგანის ცოდვა.

ესაია 64:6
უწმიდურივით გავხდით ყველანი და ყოველი ჩვენი მართალი საქმე ბინძური სამოსელივითაა; ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ქარივით წაგვიღებს ჩვენი უმართლობა.

გალატელთა 3:22
მაგრამ წერილმა ყველა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია, რათა მორწმუნეებს აღთქმული იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდათ.

იაკობის 3:2
ვინაიდან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც.

ნეემია 9:34
არც ჩვენი მეფენი, მთავარნი, მღვდლები და მამები აღასრულებდნენ შენს რჯულს, არც შენს მცნებებსა და შეგონებებს უსმენდნენ, რომლებითაც შეაგონებდი მათ.

Advertisements