ნათელში ცხოვრება ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 5:8
ვინაიდან ოდესღაც სიბნელე იყავით, ახლა კი სინათლე ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც სინათლის შვილებს შეშვენით,

იოანეს 9:4
სანამ დღეა, ჩემი მომავლინებლის საქმენი უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, და მაშინ ვეღარავინ შეძლებს კეთებას.

რომაელთა 13:12
ღამე მიდის და დღე ახლოვდება. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.

ფილიპელთა 2:15
რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში;

1 ოიანეს 1:7
ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან.

იოანეს 3:21
ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი”.

ეფესელთა 5:9
რადგან სინათლის ნაყოფი ყოველ სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაშია;

იოანეს 11:9
მიუგო იესომ: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან წუთისოფლის სინათლეს ხედავს.

1 იოანეს 2:10
ვისაც თავისი ძმა უყვარს, ის სინათლეში რჩება და საცდური არ არის მასში.

მათეს 6:22
სხეულის ლამპარი თვალია; ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებული იქნება.

იგავნი 15:30
ნათელი თვალები გულს ახარებს და კარგი ამბავი ძვლებს აპოხიერებს.

საქმეები 13:47
ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე წარმართთა სინათლედ, რომ შენ მიიტანო ხსნა ქვეყნის კიდეებამდე.

რომაელთა 2:19
და გჯერა, რომ ბრმების მეგზური ხარ და ნათელი ბნელში მყოფთათვის,

ლუკას 11:35
გამოიკვლიე, სინათლე, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?!

Advertisements