ნათესავები ბიბლიის მუხლები

იერემია 12:6
რადგან შენმა ძმებმაც და მამაშენის სახლმაც გიღალატა, ისინიც ხმამაღლა დაგყვირიან. სასიკეთოდაც რომ გელაპარაკონ, ნუ ერწმუნები”.

1 ტიმოთეს 5:18
ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.

იგავნი 19:7
ძმებსაც კი სძულთ ღარიბი კაცი; კიდევ უფრო გაურბიან მას მეგობრები; ევედრება მათ, მაგრამ არავინ პასუხობს.

დაბადება 24:38
არამედ წადი მამაჩემის სახლეულში და ჩემი ნათესავებიდან მოჰგვარეო ცოლი ჩემს ძეს.

დაბადება 4:9
ჰკითხა უფალმა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?” მიუგო კაენმა: „არ ვიცი. განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?”

ფასლმუნები 132:1
აჰა, რა კარგია და რა საამური, როდესაც ერთად ცხოვრობენ ძმები!

გამოსვლა 6:20
და შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად: და შვა ქალმა აჰარონი და მოსე. და იყო ყამრამის ცხოვრების წლები ას ოცდაჩვიდმეტი.

დაბადება 19:12
ჰკითხეს ლოტს სტუმრებმა: „კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძეები – გაიყვანე აქედან ყველა, ვინც შენიანია ამ ქალაქში.

4 მეფეთა 4:13
უთხრა მსახურს: „უთხარი: აჰა, ასე მოწიწებით ზრუნავ ჩვენზე, რა გავაკეთო შენთვის? ხომ არ ველაპარაკო მეფეს ან მხედართმთავარს შენზე?” მიუგო ქალმა: „არაფერი მჭირდება, მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ”.

დაბადება 29:12
უთხრა იაკობმა რახელს, რომ იგი მამამისის დის, რებეკას შვილი იყო. გაიქცა რახელი და შეატყობინა მამას.

რუთა 2:1
ნათესავი ჰყავდა ნაყომის, ქმრის მხრიდან, ელიმელექის საგვარეულოდან, ძალზე შეძლებული კაცი, სახელად ბოყაზი.

რუთი 2:3
წავიდა რუთი და კრეფდა ყანაში მომკელთა კვალდაკვალ. ისე მოხდა, რომ იმ ბოყაზის ყანის ნაკვეთზე აღმოჩნდა, რომელიც ელიმელექის საგვარეულოდან იყო.

რუთი 3:2
განა ჩვენი ახლო ნათესავი არაა ბოყაზი, ვის მსახურებთანაც იყავი? ამაღამ კალოზე იქნება ის ქერის გასანიავებლად.

2 მეფეთა 19:42
უპასუხეს იუდას კაცებმა ისრაელის კაცებს: „იმიტომ, რომ ჩვენი ახლო ნათესავია მეფე. რატომ გაბრაზებთ ეს ამბავი? განა მეფის ხარჯზე გვიჭამია, ან განა მოუცია ჩვენთვის საჩუქრები?”

3 მეფეთა 20:32
ჯვალო შემოიკრეს წელზე, საბელები დაიდეს თავზე; მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: „შენმა მსახურმა, ბენ-ჰადადმა შემოგითვალა, გემუდარები, შემინარჩუნეო სიცოცხლე”. მიუგო: „ნუთუ ჯერ კიდევ ცოცხალია? ჩემი ძმაა იგი!”

4 მეფეთა 10:13
რომ იუდას მეფის, ახაზიას ძმებს შეხვდა. ჰკითხა: „ვინ ხართ?” მიუგეს: „ახაზიას ძმები ვართ, მეფისა და დედოფლის ძეების მოსაკითხად მივდივართ”.

ნეემია 13:4
მანამდე კი ელიაშიბ მღვდელს, ტობიას ახლობელს, რომელიც ჩვენი ღვთის სახლის ოთახებზე იყო დადგენილი,

ლუკას 13:4
ან ხომ არ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომელთაც სილოამის კოშკი დაეცა და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის დანარჩენი მკვიდრნი?

ლუკას 1:36
აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც ჩაესახა ძე სიბერეში, მეექვსე თვეშია უკვე, ბერწად შერაცხული.

რომაელთა 16:7
მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომლებიც განთქმულნი არიან მოციქულებს შორის და ჩემზე უწინაც იყვნენ ქრისტეში.

რომაელთა 16:11
მოიკითხეთ ჩემი ნათესავი იროდიონი; მოიკითხეთ ნარკისუსის სახლეულნი, უფალში მყოფნი.

რომაელთა 16:21
მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამშრომელი ტიმოთე და ჩემი ნათესავები ლუკიოსი, იასონი, და სოსიპატროსი.

ლუკას 1:61
უთხრეს: „შენს სანათესაოში არავინაა მაგ სახელის მქონე”.

Advertisements