ნათესავების სიყვარული ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 132:1
აჰა, რა კარგია და რა საამური, როდესაც ერთად ცხოვრობენ ძმები!

1 ტიმოლთეს 5:4
ხოლო თუ შვილები ან შვილიშვილები ჰყავს ქვრივს, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისთვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის.

1 ტიმოთეს 5:16
თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ჰყავს ქვრივი ახლობლები, დაეხმაროს მათ, რათა ტვირთად არ დააწვნენ ეკლესიას და ნამდვილ ქვრივებს მიეხედოს.

იგავნი 17:17
მეგობარს ყოველთვის ეყვარები, ძმა კი უბედურებაში დასახმარებლად არის შობილი.

იგავნი 18:24
არიან მეგობრები, ერთმანეთს რომ მტრობენ, მაგრამ არის მეგობარი – ძმაზე უფრო ახლობელი.

ესთერი 8:6
რადგან, როგორ ვუყურო იმ ბოროტებას, რაც ჩემს ხალხს უნდა შეემთხვას? როგორ ვუყურო ჩემიანების დაღუპვას?”

ლევიანნი 21:1-4
უთხრა უფალმა მოსეს: „განუცხადე მღვდლებს, აჰარონის ძეებს, და უთხარი: არცერთი მათგანი არ შეიბილწოს მიცვალებულის შეხებით თავის ხალხში. მხოლოდ თავისი უახლოესი ნათესავების გამო: დედის და მამის, ძისა და ასულის, თავისი ძმის,  და თავისი დის, ქალწულისა, რომელიც არ იყო გათხოვილი – მათთვის შეუძლია გაუწმიდურება.  ნუ გაიუწმიდურებს თავს კაცი თავის ხალხში, რათა არ წაიბილწოს.

ეზეკიელი 44:25
მკვდართან არ მივლენ, რათა არ შეიბილწონ. მხოლოდ მამასთან და დედასთან, ძესთან და ასულთან, ძმასთან და იმ დასთან, რომელსაც კაცი არ ჰყოლია – ამათთან შეიძლება შეიბილწონ.

რიცხვნი 6:7
არ უნდა გაუწმიდურდეს მამის, დედის, ძმის ან დის გამო, მათი გარდაცვალების დროს, რადგან მისი ღმერთის მოწმიდარობაა მის თავზე.

1 ტიმოთეს 5:8
ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.

დაბადება 13:8
და უთხრა აბრამმა ლოტს: „ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ.

3 მეფეთა 12:24
ასე ამბობს უფალი: ნუ გახვალთ და ნუ იბრძოლებთ თქვენს ძმებთან, ისრაელის ძეებთან; თითოეული თავის სახლს დაუბრუნდეს, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს”. და ისმინეს უფლის სიტყვა და დაბრუნდნენ უკან უფლის სიტყვისამებრ.

საქმეები 7:26
მეორე დღეს მოევლინა მათ, როცა ჩხუბობდნენ ერთმანეთში; მოუწოდა მათ მშვიდობისკენ და უთხრა: კაცებო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს?