ნათლობის პრაქტიკა ბიბლიის მუხლები

მათეს 28:19
ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.

საქმეები 9:17-18
წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: „ძმაო სავლე, უფალმა გამომგზავნა მე, იესომ, რომელიც გეჩვენა გზაზე, სადაც მიდიოდი, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით.” და მაშინვე, თითქოს ქერცლი მოსძვრაო მის თვალებს, აეხილა, ადგა და მოინათლა.

საქმეები 16:14-15
ერთი დედაკაცი, სახელად ლიდია, ქალაქ თიატირადან, ძოწეულით მოვაჭრე, ღვთისმოშიში, ისმენდა. უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკევის მოსასმენად. როდესაც მოინათლნენ ის და მისი სახლი, გვთხოვა და გვითხრა: „თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით ჩემს სახლში და დარჩით.” და დაგვიყოლია.

საქმეები 2:38
ხოლო პეტრემ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.

ებრაელთა 6:1-2
ამიტომ დავტოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ; და კვლავ ნუ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას, ნათლობათა, ხელდასხმისა, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას.

საქმეები 2:41
ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლნენ და იმ დღეს შეემატა სამი ათასამდე სული.

საქმეები 18:8
კრისპოსმა კი, სინაგოგის მთავარმა, მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი; და მრავალმა კორინთოელთაგან, როცა მოისმინა, ირწმუნა და მოინათლა.

საქმეები 8:12-13
როცა ერწმუნენ ფილიპეს, რომელიც ახარებდა ღვთის სასუფევლსა და იესო ქრისტეს სახელს, ინათლებოდნენ მამაკაცებიც და დედაკაცებიც. თვითონ სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა, აღარ შორდებოდა ფილიპეს და, მოხდენილ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს რომ ხედავდა, გაოგნებული იყო.

საქმეები 16:31-33
ხოლო მათ უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩებით შენც და მთელი შენი სახლიც.” და უქადაგეს ღვთის სიტყვა მას და ყველას, მის სახლში მყოფს.  და წაიყვანა ისინი იმ ღამეს, იმ საათშივე, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი.

საქმეები 19:5
მათაც გაიგეს და მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.

საქმეები 8:16-17
ვინაიდან მანამდე არცერთ მათგანზე არ იყო გადმოსული, მხოლოდ მონათლულები იყვნენ უფალ იესოს სახელით. მაშინ დაასხეს ხელები მათ და მათაც მიიღეს სულიწმიდა.

მარკოზის 1:8
მე წყლით გნათლავდით, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ.”

საქმეები 1:5
ვინაიდან იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით.”

საქმეები 2:4
ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.

საქმეები 11:16
გამახსენდა უფლის სიტყვა, როგორ ამბობდა: იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი სულიწმიდით მოინათლებითო.

1 კორინთელთა 12:13
ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად – იუდეველები თუ ელინები, მონები თუ თავისუფლები, და ყველას ერთი სული გვისვამს.

საქმეები 10:44-48
ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა. მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ, რადგან ესმოდათ, რომ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ მიუგო პეტრემ: „ვის შეუძლია წყლით ნათლისღება დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?” უბრძანა მათ, მონათლულიყვნენ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს მას, დარჩენილიყო მათთან რამდენიმე დღეს.

1 კორინთელთა 1:14
მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპოსის და გაიოზისა,

1 კორინთელთა 15:29
თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რატომ ინათლებიან მკვდართათვის?

1 კორინთელთა 1:16
მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი. მათ გარდა კი, არ ვიცი, თუ მოვნათლე ვინმე,

Advertisements