ნდობა ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ზე 1:9
აჰა, მე გიბრძანებ შენ: გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შედრკები და ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ.”

ფსალმუნები 9:10
შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს.

ფსალმუნები 20:7
რადგანაც მეფე მინდობილი არის უფალზე და ზეციერის მოწყალებით არ დაეცემა.

ფსალმუნები 30:14
მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: „შენა ხარ ჩემი ღმერთი.”

ფსალმუნები 55:3
საშიშროების დღეს შენ მოგენდობი.

ფსალმუნები 83:12
უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი.

იგავნი 3:5-6
დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.

იერემია 29:11
რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.

ფსალმუნები 59:12
ღმერთთან შევქმნით ჩვენ ლაშქარს, და ღმერთი დაამხობს ჩვენს მტრებს.

იგავნი 11:13
ცილისმწამებელი საიდუმლოს ამჟღავნებს, სულით მტკიცე კი ფარავს საქმეს.

ესაია 43:1
მაგრამ ახლა, ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინიათ, რადგან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ.

იერემია 7:8
აჰა, თქვენ დანდობილი ხართ ცრუ, უსარგებლო სიტყვებზე.

დანიელი 6:23
მაშინ დიდად გაიხარა მეფემ მასზე და ბრძანა დანიელი ხაროდან ამოეყვანათ. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან. არაფერი ვნებოდა, რადგან მას სწამდა თავისი ღმერთისა.

გამოცხადება 21:5
თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს”. და მითხრა მე: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია”.

ლევიანნი 19:31
„‘ნუ მიმართავთ მესულთანეებს და ჯადოსნებს, ნუ ცდილობთ გაუწმიდურებას მათით. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.

Advertisements