ნუგეში გასაჭირში ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 118:50
ეს არის ჩემი ნუგეში გასაჭირში, რადგან შენი ნათქვამი მაცოცხლებს.

2 კორინთელთა 1:3-4
კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფალი იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ყოველი ნუგეშის ღმერთი, ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი.

იობი 5:19
ექვსი გაჭირვებიდან გიხსნის შენ, და მეშვიდედ არ შეგემთხვევა ბოროტება.

იობი 11:16-18
დაივიწყებ შენს ტანჯვას, და როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ. შენი სიცოცხლე შუადღეზე ნათელი გახდება, და ბნელი დილასავით განათდება. იმედიანად იქნები, რადგან არის სასოება. მიმოიხედავ და იმედით დაწვები.

ფსალმუნები 26:5
რადგან შემიფარებს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამიცავს თავისი კარვის საფარქვეშ, კლდეზე ამამაღლებს.

ფსალმუნები 41:5

რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც ვადიდებ მას, ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს.

ფსალმუნები 137:7
თუნდაც საფრთხეში გავიარო, შენ მე დამიცავ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი.

ესაია 46:4
თქვენს სიბერემდე მე იგივე ვიქნები, გაჭაღარავდებით და მე კვლავ გატარებთ; მე შეგქმენით დ მე გატარებთ, მე დაგიფარავთ და გადაგარჩენთ.

ესაია 61:3
ვაუწყო სიონზე მყოფ მგლოვიარეთ, რომ მიიღებენ ნაცრის წილ დიადემას, გლოვის წილ – სიხარულის საცხებელს, მჭმუნვარე სულის წილ მშვენიერ სამოსელს, და უწოდებენ მათ სიმართლის მუხებს, უფლისგან დანერგილს მის სადიდებლად.

ესაია 63:9
მათი ყველა ტანჯვები მისი ტანჯვები იყო, და მისი სახის ანგელოზი შველოდა მათ; თავისი სიყვარულითა და თავისი მოწყალებით გამოისყიდა ისინი, აიყვანა და ხელით ატარებდა მათ ძველ დღეთაგან.

მათეს 5:4
ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშისცემულ იქნებიან.

იოანეს 14:1
„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.

რომაელთა 8:28
ჩვენ კი ვიცით, რომ ღმერთის მოყვარულებისთვის, მისი განწესებით მოწოდებულებისთვის, ყველაფერი სასიკეთოდ მოქმედებს.

1 თესალონიკელთა 3:7
ვინუგეშეთ თავი თქვენით, ძმებო, ყველა ჩვენს უბედურებასა თუ გასაჭირში, თქვენი რწმენით.

1 თესალონიკელთა 4:13
არ გვსურს უცოდინარნი დარჩეთ, ძმებო, განსვენებულთა შესახებ, რათა არ მწუხარებდეთ სხვებივით, რომელთაც არა აქვთ სასოება.

Advertisements