ნუგეში მარტოობისას ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 72:23-24
მაგრამ მაინც მე მუდამ შენთან ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი. შენი რჩევით მიმიძღვები წინ, შემდგომ კი პატივში მიმიღებ.

ესაია 41:10
ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.

ესაია 49:15-16
განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათაც რომ დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ! მე ხომ ჩემს ხელის გულებზე გამოგხაზე, შენი ზღუდენი მუდამ ჩემს წინაშეა.

იოანეს 14:16-18
და მე შევევედრები მამას და ის მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ, ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია ქვეყნიერებას, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან დარჩება და თქვენში იქნება. ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.

ფსალმუნები 67:5-6
მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა არის ღმერთი თავის წმიდათა წმიდაში;  ღმერთი ბინას აძლევს ეულებს, გამოჰყავს ტყვეები საპყრობილედან, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან.

Advertisements