ომის პრინციპები ბიბლიის მუხლები

ეკლესიასტე 3:8
ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა.

იგავნი 24:6
რადგან ბრძნული მითითებით წარმართავს ომს და მრავალი მრჩევლის წყალობით ექნება გამარჯვება.

რიცხვნი 10:9
როცა თქვენსავე ქვეყანაში გახვალთ საბრძოლველად მტრის წინააღმდეგ, რომელიც გავიწროებთ, მაშინ ჩაჰბერეთ ბუკებს საგანგაშო; რათა იყოთ გახსენებულნი უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და დახსნილნი თქვენი მტრებისგან.

იობი 5:20
შიმშილობის ჟამს სიკვდილისგან გიხსნის და ბრძოლის დროს – მახვილის ძალისგან.

ფსალმუნები 26:3
ლაშქარმაც რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; ომიც რომ ატყდეს ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.

ფსალმუნები 139:2
რადგან გულში ბოროტებას იზრახავენ, ყოველდღე საომრად ემზადებიან.

მიქა 3:5
ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, გზა-კვალს რომ ურევენ ჩემს ხალხს; კბილებით საჯიჯგნს მისცემ და მაშინვე მშვიდობას ქადაგებენ, მაგრამ პირში ჩასადებს თუ არაფერს მისცემ, მაშინვე ომს აცხადებენ.

გამოსვლა 13:17
როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, არ წაუყვანია ღმერთს ის ფილისტიმელთა ქვეყნის გზით, თუმცა მოკლე გზა იყო; რადგან თქვა ღმერთმა: „არ გადაიფიქროს ხალხმა ომის ხილვისას და არ გაბრუნდეს ეგვიპტეში”.

გამოსვლა 1:10
ბრძნულად მოვექცეთ, თორემ უფრო გამრავლდებიან; და ოდესმე თუ ომი დაიწყო, შეუერთდებიან ჩვენს მტრებს, იომებენ ჩვენს წინააღმდეგ და გავლენ ქვეყნიდან”.

მეორე რჯული 20:1
„როდესაც მტრის წინააღმდეგ გახვალთ საბრძოლველად და დაინახავთ თქვენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ცხენებსა და ეტლებს, არ შეშინდეთ, რადგან თქვენთანაა უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.

მათეს 24:6
ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს; იცოდეთ, ნუ შეშინდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.

3 მეფეთა 8:44
როცა მტრის წინააღმდეგ გავა საომრად შენი ხალხი, იმ გზით, რომლითაც შენ წარგზავნი მათ და ილოცებენ უფლისადმი შენი რჩეული ქალაქისა და იმ სახლისკენ პირმიქცეულნი, რომელიც მე ავაშენე შენს სახელზე.

მეორე რჯული 23:9-14
როცა დაბანაკდები მტრის წინააღმდეგ, ერიდე ყოველგვარ ბოროტებას. თუ იქნება თქვენს შორის კაცი, რომელიც ღამით გამონადენით გაუწმიდურდა, გავიდეს ბანაკის გარეთ და არ შემოვიდეს მასში. საღამო ჟამს წყლით განიბანოს, მზის ჩასვლისას კი შევიდეს ბანაკში. ადგილი იქონიე ბანაკის გარეთ და გადი იქ, ნიჩაბიც იქონიე სარტყელში იარაღთან ერთად და გარეთ დაჯდომისას ამოთხარე მიწა და ჩაფალი შენი განავალი; რადგან უფალი, შენი ღმერთი დადის ბანაკში, რომ გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები; ამიტომ წმიდა უნდა იყოს შენი ბანაკი, რომ რაიმე უწმიდური არ იხილოს მან შენში და ზურგი არ გაქციოს.

2 კორინთელთა 3:10
თუმცა ხორცში დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით.

ეკლესიასტე 8:8
არავის ძალუძს სულის შეკავება, ვერავინ უფლობს სიკვდილის დღეზე, ვერავის დაითხოვენ ბრძოლის ველიდან და უკეთურს ვერ იხსნის მისი უკეთურება.

1 პეტრეს 2:11
საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს. განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც თქვენი სულის წინააღმდეგ იბრძვიან.

Advertisements