პასუხები ლოცვაზე ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 144:18-19
ახლოსაა უფალი ყველასთან, ვინც მას მოუხმობს, ყოველთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას. მის მოშიშთა სურვილს ასრულებს, მათ ღაღადისს ისმენს და იხსნის მათ.

ფსალმუნები 3:4
ჩემი ხმით მოვუხმობდი უფალს და მიპასუხა თავისი წმიდა მთიდან.

ფსალმუნები 6:8-9
განმშორდით ყოველი მოქმედი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი ქვითინის ხმა. ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი მიიღებს ჩემს ლოცვას.

ფსალმუნები 29:2-3
უფალო, ღმერთო ჩემო! შემოგღაღადე და განმკურნე მე. უფალო, შენ ამომიყვანე შავეთიდან და მაცოცხლე, რომ არ ჩავსულიყავი საფლავში.

ფსალმუნები 65:19-20
მაგრამ ნამდვილად მისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას. კურთხეულ იყოს ღმერთი, რომელმაც არ უარყო ჩემი ლოცვა და არ მომაკლო თავისი წყალობა.

ფსალმუნები 114:1-2
მიყვარს უფალი, რადგან ისმენს ჩემს ხმას და ჩემს ვედრებას. ყური მომაპყრო, ამიტომ ჩემი სიცოცხლის ყოველ დღეს მოვუხმობ მას.

ფსალმუნები 117:5
სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.

ფსალმუნები 137:3
რა დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, გამამხნევე და სული განმიმტკიცე.

ფსალმუნები 98:6
მის მღვდლებს შორის იყვნენ მოსე და აარონი, სამუელი მათ შორის იყო, ვინც მის სახელს მოუხმობდა. ისინი მოუხმობდნენ უფალს და ის პასუხობდა მათ.

იონა 2:1-2
და შეჰღაღადა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის მუცლიდან. ამბობდა: „გასაჭირში მოვუხმე უფალს და მან მიპასუხა! შემოგღაღადე შავეთის წიაღიდან და შენ ისმინე ჩემი ხმა!

იაკობის 5:17-18
ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა და არ უწვიმია ქვეყნად სამ წელსა და ექვს თვეს. კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თავისი ნაყოფი.

ფსალმუნები 80:7
გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, ელვის საფარიდან გიპასუხე, მერიბას წყლებთან გამოგცადე.

იაკობის 5:4
აჰა, ღაღადებს მუშაკთა საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, და ცაბაოთ უფლის ყურამდე აღწევს მომკელთა ღაღადი.

იობი 34:28
მივიდა მასთან ღატაკთა ღაღადი და ესმის მას ჩაგრულთა მუდარა;

იაკობის 5:14-16
არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი, ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ უფლის სახელით. და რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვა ჩაუდენია, მიეტევება. აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას.

ესაია 38:1-6
იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია ამოცის ძე და უთხრა, ასე ამბობს უფალი: „ანდერძი დაწერე შენი სახლისთვის, რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ!” კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს; ამბობდა: „გევედრები, გაიხსენე უფალო, ჭეშმარიტებით და მთელი გულით რომ დავდიოდი შენ წინაშე და კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში”. მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ. და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ. ეთქვა: „წადი და უთხარი ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო უფალი, მამაშენის, დავითის ღმერთი: “შევისმინე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და აჰა, კიდევ თხუთმეტ წელს შევმატებ შენს დღეებს. დაგიხსნით აშურის მეფის ხელიდან შენ და ამ ქალაქს და დავიცავ ამ ქალაქს”.

მათე 8:2-3
აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: „უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმედა”. გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და თქვა: „მინდა, განიწმიდე!” მყისვე განიწმიდა იგი კეთრისგან.

Advertisements