პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 24:16
ნუ მოკვდებიან მამები შვილების ცოდვებისთვის და შვილები – მამების ცოდვებისთვის; კაცი მხოლოდ თავისი ცოდვების გამო უნდა მოკვდეს.

ეზეკიელი 18:4
ჰა, ყოველი სული ჩემია – როგორც მამა, ისე – ძეც. ხოლო ვინც შესცოდავს – მოკვდება.

ფსალმუნები 50:4-5
შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და უმწიკვლო – შენს სამართალში.  აჰა, ცოდვილად დავიბადე, დიახ ცოდვილად ჩავესახე დედაჩემს.

იერემია 31:30
რადგან თითოეული თავისი ურჯულოებით მოკვდება. ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება.

ეზეკიელი 18:20
ცოდვილი კაცი კი მოკვდება! ძემ არ უნდა იტვირთოს თავისი მამის უმართლობა და მამამ – ძისა; მართალზე მისი სიმართლე იქნება და ბოროტზე – მისი ბოროტება.

ეზეკიელი 33:1-20
იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:  „ძეო კაცისავ! ელაპარაკე შენი ხალხის ძეებს და უთხარი: თუ მახვილს მოვუვლენ რომელიმე ქვეყანას და ამ ქვეყნის ხალხი თავისი წიაღიდან ერთ კაცს გამოარჩევს და თავის გუშაგად დაადგენს მას,  დაინახავს იგი ქვეყანაზე მოვლენილ მახვილს, საყვირს ჩაბერავს და ხალხს გააფრთხილებს;  ის, ვინც გაიგონა საყვირის ხმა და არ იფრთხილა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა, მისი სისხლი მისავე თავზე იქნება.  საყვირის ხმა გაიგონა და არ იფრთხილა – მისი სისხლი მასზევე იქნება; რომ გაფრთხილებულიყო, თავს გადაირჩენდა.  თუ გუშაგი დაინახავს მომავალ მახვილს, მაგრამ არ ჩაბერავს საყვირს და ხალხს არ გააფრთხილებს, მოვა მახვილი და ვინმეს წაიყვანს, ის თავისი ურჯულოების გამო იქნება წაყვანილი; ოღონდ გუშაგს მოვკითხავ მის სისხლს.  აჰა, ძეო კაცისავ! ისრაელის ტაძრის გუშაგად დამიდგენიხარ, ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და ჩემგან გააფრთხილებ მათ.  ბოროტეულს რომ ვეტყვი, უსათუოდ მოკვდები-მეთქი, ბოროტეულო! შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი მისი გზის გამო, მოკვდება ბოროტეული თავის ურჯულოებაში; მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.  მაგრამ თუ გააფრთხილებ ბოროტეულს, რომ მოიქცეს თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ურჯულოების გამო მოკვდება, შენ კი თავს იხსნი. ძეო კაცისავ, უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობ-თქო: თუ ჩვენი დანაშაულნი და ჩვენი ცოდვები ჩვენზეა და მათ გამო ვდნებით, როგორღა უნდა ვიცოცხლოთო? უთხარი მათ: ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! არ მსურს ბოროტეულის სიკვდილი, არამედ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან, რომ იცოცხლოს. მოიქეცით, მოიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან, რისთვის უნდა გაწყდეთ, ისრაელის სახლო? შენ კი, ძეო კაცისავ! უთხარი შენი ერის ძეებს: მართალს მისი სიმართლე ვერ იხსნის დანაშაულის დღეს და ბოროტეული არ წაბორძიკდება თავისი ბოროტების გამო, თუ მოიქცევა მისგან; ვერ იცოცხლებს მართალი თავისი სიმართლით ცოდვის ჩადენის დღეს. როცა მართალს ვეუბნები, იცოცხლებ-მეთქი, ის კი თავის სიმართლეზე დაიმედებული ურჯულოდ მოიქცევა, არც ერთი მისი მართალი საქმე არ იქნება გახსენებული და მოკვდება თავის ურჯულოებაში, რაც ჩაიდინა. როცა ბოროტეულს ვეუბნები, მოკვდები-მეთქი! ის კი მოიქცევა თავისი ცოდვისგან და სამართალსა და სიმართლეს მოიმოქმედებს, ვალს დააბრუნებს ბოროტეული, წართმეულს აანაზღაურებს, სიცოცხლის წესებით ივლის და ურჯულოებას აღარ ჩაიდენს, იცოცხლებს და აღარ მოკვდება. არც ერთი ცოდვა, რაც ჩაიდინა, არ გაუხსენდება. სამართალსა და სიმართლეს იქმდა და სიცოცხლით იცოცხლებს. მაგრამ ამბობენ შენი ერის ძეები: არასწორიაო უფლის გზა! თავად მათი გზა არ არის სწორი. როცა მართალი თავისი სიმართლიდან მიიქცევა და ურჯულოებას ჩაიდენს, ურჯულოებაში მოკვდება. როცა ბოროტეული მოიქცევა თავისი ბოროტებისგან და სამართალსა და სიმართლეს იქმს, სამართლისა და სიმართლის გამო იცოცხლებს.  თქვენ კი ამბობთ: არასწორიაო უფლის გზა! მაგრამ თითოეულს თქვენი გზის მიხედვით გაგასამართლებთ, ისრაელის სახლო!

რომაელთა 6:23
ინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი – მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.

რომაელთა 5:12
ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მეშვეობით – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა,

დაბადება 3:1-7
ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: „ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?” უპასუხა ქალმა: „ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.  მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა – არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”.  უთხრა გველმა ქალს: „არ მოკვდებით.  მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.  და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა. აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.

ესაია 43:27
შენმა პირველმა მამამ შესცოდა და შენი შუამდგომლები ამიჯანყდნენ.

რომაელთა 5:20
რჯული იმისთვის შემოვიდა, რომ დანაშაული გამრავლებულიყო, ხოლო როცა ცოდვა გამრავლდა, მადლმაც გადააჭარბა.

გალატელთა 3:19
აბა, რჯული რაღაა? დანაშაულთა გამო მიეცა რჯული, ვიდრე მოვიდოდა თესლი, რომლისადმიცაა აღთქმა, და ანგელოზების მეშვეობით გადაეცა იგი შუამავლის ხელით.

მათეს 5:22
მე კი გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი, ვინც თავის ძმას უმიზეზოდ განურისხდება, სამსჯავროს თანამდები იქნება; ვინც თავის ძმას ეტყვის – რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება; ხოლო, ვინც ეტყვის სულელოო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება.

1 კორინთელთა 4:5
ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს! მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისგან.

რომაელთა 2:16
იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით, ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ზრახვებს.

რომალეთა 14:12
ესე იგი, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ჩააბარებს ღმერთს ანგარიშს.

2 კორინთელთა 5:10
ვინაიდან ჩვენ, ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა – კეთილს თუ ბოროტს.

1 პეტრეს 4:5
ისინი პასუხს აგებენ მის წინაშე, რომელიც მზადაა ცოცხლებიც განიკითხოს და მკვდრებიც.

ლევიანნი 5:17
და თუ ვინმე შესცოდავს და ჩაიდენს რამეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რაც არ უნდა ჩადენილიყო და არ იცოდა, დამნაშავეა იგი და თავის ცოდვას ატარებს.

ლუკას 12:48
ხოლო, რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ გვემა დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ; ვისაც მეტს მიანდობენ, მეტსაც მოჰკითხავენ.

რომაელთა 1:20
ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა – ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი.

საქმეები 17:30
ამგვარად, ღმერთმა უგულებელჰყო უმეცრების ჟამი და ახლა მოუწოდებს ადამიანებს, ყველას, ყველგან, რომ მოინანიონ.

ეზეკილი 18:30
ამიტომ თითოეულს თქვენი გზის მიხედვით გაგასამართლებთ, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი, მოინანიეთ, ყველამ ზურგი აქციოს თავის დანაშაულს და არ გექნებათ უმართლობა დაბრკოლებად.

მარკოზის 1:15
ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება”.

მარკოზის 6:12
წავიდნენ და ქადაგებდნენ მონანიებას.

იოანეს 3:18
ვისაც სწამს იგი, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი.

იოანეს 15:22
მე რომ არ მოვსულიყავი და არ მელაპარაკა მათთან, ცოდვა არ ექნებოდათ. ახლა კი არ გააჩნიათ გამართლება თავიანთი ცოდვებისთვის.

იოანეს 12:28
ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ მიიღებს ჩემს ნათქვამს, ჰყავს თავისი განმკითხავი; სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.

მათეს 11:20-24
მაშინ იწყო იმ ქალაქების ყვედრება, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალთაქმედებანი, რადგან არ მოინანიეს.  „ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომლებიც თქვენთან მოხდა, დიდი ხნის წინ ჯვალოსა და ნაცარში მოინანიებდნენ.  მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და სიდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ.  შენ კი, კაპერნაუმო, ცამდე კი არ ამაღლდები, ჯოჯოხეთამდე დაეშვები! ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალთაქმედებანი, შენში რომ მოხდა, დღემდე შემორჩებოდა.  მეტსაც გეტყვით: სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ”.