პავლე მოციქულის დევნა ბიბლიის მუხლები

საქმეები 9:29
გაბერძნებულთაც ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ.

საქმეები 13:50
მაგრამ წააქეზეს იუდევლებმა ღვთისმოშიში ქალები, ქალაქის წარჩინებულნი და მთავარნი, და იწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გამოაძევეს თავიანთი საზღვრებიდან.

საქმეები 14:19
მერე მოვიდნენ ანტიოქიიდან და იკონიიდან იუდეველნი, გადაარწმუნეს ხალხი, ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგან მკვდარი ეგონათ.

საქმეები 16:22
აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ; მთავრებმა ტანისამოსი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.

საქმეები 18:12
იმ დროს, როცა გალიონი იყო აქაიას პროკონსულად, იუდევლები ერთსულოვნად აღუდგნენ წინ პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს.

საქმეები 21:35-36
კიბეებს რომ მიაღწია, ჯარისკაცებს მისი აყვანა მოუხდათ ბრბოს ძალმომრეობის გამო, ვინაიდან დიდძალი ხალხი მისდევდა და ყვიროდა: „აღიგავოს იგი!”

საქმეები 22:22
ამ სიტყვამდე მოუსმინეს, მერე ხმა აღიმაღლეს და თქვეს: „აღიგავოს მიწის პირისგან ასეთი კაცი, რადგან არ არის სიცოცხლის ღირსი!”

საქმეები 23:10
რაკი შფოთმა იმატა, შეშინდა ათასისთავი, პავლე არ გაგლიჯონო; ამიტომ ჯარისკაცებს უბრძანა, შესულიყვნენ, გამოერიდებინათ იგი მათგან და ციხე-სიმაგრეში წაეყვანათ.

1 კორინთელთა 4:12-13
ჯაფაში ვართ და საკუთარი ხელებით ვშრომობთ; გვლანძღავენ – ვლოცავთ, გვდევნიან – ვითმენთ; სახელს გვიტეხენ – ვეფერებით; და გავხდით ნაგავი წუთისოფლისა, ყოვლის ნარჩენი აქამდე.

2 კორინთელთა 4:9
დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი.

2 კორინთელთა 11:24
ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა.

2 ტიმოთეს 2:9
ვისთვისაც ვიტანჯები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვა არ იბორკება.

2 ტიმოთეს 3:11
დევნაში, ტანჯვებში, რაც შემემთხვა ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრაში; რა დევნანი არ გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა;

Advertisements