პავლეს სწავლება ბიბლიის მუხლები

რომაელთა 3:25
რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად, რწმენის მეშვეობით მისსავე სისხლში, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით,

რომაელთა 8:3-4
ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში, რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერად;

2 კორინთელთა 5:18-19
ყოველივე ღვთისგან არის, რომელმაც იესო ქრისტეს მეშვეობით შეგვირიგა და მოგვცა შერიგების მსახურება. იმიტომ, რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყნიერება, არ ჩაუთვალა მათ მათი დანაშაულებანი და მოგვცა შერიგების სიტყვა.

კოლასელთა 1:21-22
თქვენც, ოდესღაც რომ გა­უცხოებულნი და გონებით მტრები იყავით თქვენი ბოროტი საქმეების გამო, ახლა კი შეგირიგათ თავის ხორციელ სხეულში მისი სიკვდილის მეშვეობით, რათა წარგადგინოთ თქვენ წმიდები, უბიწონი და უბრალონი თავის წინაშე;

2 კორინთელთა 5:21
ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენ გამო, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთის სიმართლე მასში.

გალატელთა 3:13-14
ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისგან და ჩვენს ნაცვლად გახდა წყეული, ვინაიდან დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ძელზეა დაკიდებული”. იმისთვის, რომ აბრაჰამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რათა რწმენის მეშვეობით მივიღოთ სულის აღთქმა.

გალატელთა 4:4-5
და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგან იშვა და დაემორჩილა რჯულს. რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა შვილობა მიგვეღო.

1 კორინთელთა 15:21-22
რადგან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ – მკვდრეთით აღდგომა. რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.

რომაელთა 5:12-19
ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მეშვეობით – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა, რადგან რჯულამდეც იყო ცოდვა ქვეყანაზე, ცოდვა კი, არ ითვლება თუ რჯული არ არის, თუმცა სიკვდილი სუფევდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ ადამივით, რომელიც მომავლის სახეა. მაგრამ მადლის საჩუქარი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის წყალობა და საჩუქარი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით, რომელიც უხვად ეძლევა მრავალს. ხოლო საჩუქარი არ არის იგივე, რაც შედეგი ერთი შემცოდებლისაგან, რადგან განკითხვა ერთისაგან გამოდის მსჯავრდასადებად, მადლის საჩუქარი კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად. ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი მეფობდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლსა და სიმართლის საჩუქარს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით. ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.

გალატელთა 2:20
ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული! მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცხოვრობ, რწმენით ვცოცხლობ, ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის.

2 კორინთელთა 5:16-17
ამიტომ ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად; და თუ ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს, ახლა აღარ ვიცნობთ. მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა; ძველმა განვლო და ახლა ყოველივე ახალია.

ეფესელთა 2:4-7
ხოლო წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავის დიდ სიყვარულში, რომლითაც შეგვიყვარა, ჩვენ, დანაშაულის გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად – მადლით ხართ გადარჩენილნი, აღგვადგინა მასთან ერთად და თანადაგვსხა ზეცაში, ქრისტე იესოში, რათა გამოჩნდეს მომავალ საუკუნეებში მისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.

კოლასელთა 2:13
და თქვენც, მკვდრები რომ იყავით დანაშაულსა და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება.

რომაელთა 6:11-13
თქვენც ასევე ჩათვალეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში. მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათა მორჩილებად. ნურც გადასცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უმართლობის იარაღად, არამედ ღმერთს გადაეცით თქვენი თავი, როგორც მკვდართაგან გაცოცხლებულებმა და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს.

რომაელთა 6:1-7
მაშ, რა ვთქვათ, დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლი გამრავლდეს? არამც და არამც! ჩვენ, რომლებიც მოვუკვდით ცოდვას, როგორღა ვიცხოვროთ მასში? ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ასე ვიაროთ განახლებულ სიცოცხლეში. ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას. რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვას დამონებულნი. ვინაიდან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან მართლდება.

2 კორინთელთა 5:15
ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.

1 კორინთელთა 1:30
მისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღმერთისგან, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.

რომაელთა 8:1-2
ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად. რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.

ეფესელთა 1:3-14
კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში, როგორც ამოგვირჩია მასში ქვეყნიერების შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით. წინასწარ განსაზღვრა, რომ ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, თავისი ნების სათნოებისამებრ. თავისი მადლის დიდების საქებრად, რომელიც მადლით მოგვანიჭა თავის საყვარელ ძეში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით, რომელიც უხვად მოგვცა. ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით, გვაუწყა რა თავისი ნების საიდუმლო თავისი სურვილით, წინასწარ რომ განიზრახა მასში. რათა განეგო ჟამთა სისავსე და ქრისტეში მოეყარა თავი ყოველივეს, რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა; მასში მივიღეთ მემკვიდრეობა, რისთვისაც წინასწარვე ვიყავით განწესებულნი მისი განზრახვის თანახმად, ვინც ყოველივეს თავისი ნება-სურვილით იქმს. რათა ვიყოთ მისი დიდების საქებრად ჩვენ, რომელთაც წინასწარ გვქონდა ქრისტეს იმედი. მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით, რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია ქონების გამოსყიდვაში, ღმერთის დიდების საქებრად.

ეფესელთა 2:8-9
ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია. არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს,

რომაელთა 3:21-26
ხოლო ახლა, რჯულის გარეშე გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რომელზეც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი. ანუ ღმერთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით ყველა მორწმუნისათვის, რადგან არ არსებობს განსხვავება, ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად, რწმენის მეშვეობით მისსავე სისხლში, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით, რომელთაც ითმენდა ღმერთი, რათა ახლა ეჩვენებინა თავისი სიმართლე, რომ ის არის მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.

რომაელთა 4:16
ამიტომ რწმენით, რათა მადლით ყოფილიყო, რომ მთელი შთამომავლობისთვის ურყევი ყოფილიყო აღთქმა, არა მარტო მათთვის ვინც რჯულისგანაა, არამედ მათთვისაც, ვისაც აბრაჰამის მსგავსი რწმენა აქვს, აბრაჰამისა, რომელიც ყველა ჩვენგანის მამაა.

რომაელთა 5:1-2
მაშასადამე, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელშიც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი იმ მადლთან, რაშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების იმედით.

რომაელთა 7:6
ახლა კი მკვდრები რჯულისათვის, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით რჯულისაგან, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.

რომაელთა 2:29
არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანად არის, და წინადაცვეთილობა ისაა, რაც გულით არის, სულში და არა ასოში; რისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა.

2 კორინთელთა 3:3
თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ქრისტეს წერილი, ჩვენგან გაგზავნილი, დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით; არა ქვის დაფებზე, არამედ გულის ხორციელ დაფებზე.

რომაელთა 8:13
ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.

გალატელთა 6:8
ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს.

რომაელთა 8:11
და რაკი თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.

1 თესალონიკელთა 4:14
ვინაიდან, თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს ღმერთი მასთან ერთად.

ეფესელთა 1:9-10
გვაუწყა რა თავისი ნების საიდუმლო თავისი სურვილით, წინასწარ რომ განიზრახა მასში. რათა განეგო ჟამთა სისავსე და ქრისტეში მოეყარა თავი ყოველივეს, რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა;