პეტრე მოციქული ბიბლიის მუხლები

მათეს 10:2
აი, თორმეტი მოციქულის სახელები: პირველი სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა; იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე;

საქმეები 2:37-38
ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და ჰკითხეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: „როგორ მოვიქცეთ, კაცნო, ძმანო?” ხოლო პეტრემ უთხრა მათ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.

საქმეები 5:29
მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს.

1 პეტრეს 1:1
პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული, პონტოში, გალატიაში, კაბადოკიაში, აზიასა და ბითვინიაში განთესილ რჩეულ ხიზნებს.

გალატელთა 2:8
რადგან ის, ვინც პეტრესთან იღწვოდა წინადაცვეთილებისთვის მოციქულობაში, ჩემთანაც იღწვოდა წარმართებისთვის –

საქმეები 3:2-7
იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდანვე დავრდომილი. ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ ტაძრის „მშვენიერად” წოდებულ კართან, რათა ტაძარში შემომსვლელებისთვის მოწყალება ეთხოვა. ტაძარში შემავალი პეტრე და იოანე რომ დაინახა, მოწყალება სთხოვა მათ. პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა მას და უთხრა: „შემოგვხედე”. დავრდომილი დაჟინებით უყურებდა მათ იმ იმედით, რომ რაიმეს მიიღებდა მათგან. უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არ გამაჩნია, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაძლევ – იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, იარე!” მარჯვენაზე მოკიდა ხელი და წამოაყენა; მყისვე გაუმაგრდა მას ფეხები და სახსრები. წამოხტა, დადგა და სიარული იწყო. მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და ღმერთს აქებდა.

საქმეები 5:9-11
პეტრემ უთხრა: „რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფეხნი, და შენც გაგიტანენ”. მაშინვე დაეცა იგი მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს. დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვისაც ეს ესმა.

საქმეები 9:34
უთხრა პეტრემ: „ენეას, გკურნავს იესო ქრისტე. ადექი და თავად გაისწორე სარეცელი”. და მაშინვე წამოდგა.

საქმეები 12:1-11
იმ დღეებში, მეფე ჰეროდემ საბოროტოდ აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე. მან მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა; და როცა დაინახა, რომ ამით იუდევლებს აამა, პეტრეც დააპატიმრა. უფუარობის დღეები იყო. შეიპყრო თუ არა, სატუსაღოში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს უბრძანა მისი დაცვა. განზრახული ჰქონდა, პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე. ასე რომ, პეტრეს საპყრობილეში დარაჯობდნენ, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის. იმ ღამეს, ჰეროდემ მისი გამოყვანა რომ განიზრახა, ორმაგი ბორკილებით შეკრულ პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ. და აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და სინათლე გაბრწყინდა საკანში. პეტრეს ფერდში წაჰკრა, გააღვიძა და უთხრა: „ჩქარა ადექი!” და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა. უთხრა ანგელოზმა: „სარტყელი შემოირტყი და სანდლები ჩაიცვი”. ასეც მოიქცა. უთხრა: „მოსასხამი მოისხი და გამომყევი”. პეტრეც გამოვიდა და გაჰყვა. არ იცოდა, რომ ის, რასაც ანგელოზი აკეთებდა, ცხადში ხდებოდა; ფიქრობდა, ჩვენებას ვხედავო. გასცდნენ პირველსა და მეორე საგუშაგოს და ქალაქში შესასვლელ შერკინულ კარიბჭეს მიადგნენ, რომელიც თავისით გაიღო მათ წინაშე. შევიდნენ, ერთი ქუჩა გაიარეს და მაშინვე გაშორდა მას ანგელოზი. გონს მოეგო პეტრე და თქვა: „ახლა ნამდვილად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა როგორც ჰეროდეს ხელიდან, ისე ყოველივე იმისგანაც, რასაც იუდეველი ხალხი ელოდა”.

1 კორინთელთა 1:12
ვგულისხმობ იმას, რომ ყველა თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.

1 კორინთელთა 9:5
განა უფლება არა გვაქვს დავიმგზავროთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?

Advertisements