პირადი აღორძინება ბიბლიის მუხლები

ესაია 38:16
უფალო! ამით ცოცხლობენ ადამიანები და ყოველივე ამაშია ჩემი სულის სიცოცხლე; გამაჯანსაღე და გამაცოცხლე.

1 მეფეთა 14:27
არ იცოდა იონათანმა, რომ ხალხი დააფიცა მამამისმა. გაიწოდა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო წვერი თაფლით სავსე ფიჭაში, პირში ჩაიდო და გაუნათდა თვალები.

1 მეფეთა 30:11-12
მისცეს ლეღვი და ორი მტევანი ჩამიჩი. შეჭამა კაცმა და მოსულიერდა, რადგან უჭმელ-უსმელი იყო სამი დღე და ღამე.  უთხრა დავითმა: „ვისი ხარ და სადაური ხარ?” მიუგო: „ეგვიპტელი ვარ, ერთი ყამალეკელის ყმა. მიმატოვა ჩემმა ბატონმა, რადგან ავად გავხდი სამი დღის წინ.

3 მეფეთა 19:7-8
მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო და უთხრა: „ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს”.  ადგა, ჭამა, სვა და მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე.

ფსალმუნები 40:3
უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; ავადმყოფობის სარეცელიდან წამოაყენებს მას.

დაბადება 45:27
გადასცეს იოსების ყოველი სიტყვა და ნახა ურმები, რომლებიც მის წასაყვანად გამოგზავნა იოსებმა და გაცოცხლდა იაკობის, მათი მამის, სული.

რუთი 4:14-15
დედაკაცებმა უთხრეს ნაყომის: „კურთხეულია უფალი, რომელმაც არ დაგტოვა უმემკვიდრეოდ! სახელოვანი იყოს იგი ისრაელში!  სიცოცხლეს განგიახლებს და მარჩენლად გეყოლება სიბერეში, რადგან შენმა საყვარელმა რძალმა, რომელიც შვიდ ვაჟიშვილს გირჩევნია, გიშვა იგი”.

დანიელი 4:26
ხოლო ხის მთავარი ფესვის დატოვების ბრძანება იმას მოასწავებს, რომ დაგიბრუნდება შენი სამეფო, ოღონდ მას შემდეგ, როცა მიხვდები, რომ ზეცა მმართველობს.

ფსალმუნები 22:3
სულს განმიახლებს და სიმართლის ბილიკზე წარმიძღვება, თავისი სახელის გამო.

3 მეფეთა 19:9-15
მივიდა მღვიმემდე და ღამე იქ გაათია. აჰა, უფლის სიტყვა იყო მის მიმართ და უთხრა: „აქ რას აკეთებ, ელია?” 10 თქვა: „უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან”.  უთხრა უფალმა: „წადი და მთაზე დადექი უფლის წინაშე”. აჰა, ჩაიარა უფალმა, მოჰყვა მას დიდი და ძლიერი ქარი, მთებს შლიდა და კლდეებს ამსხვრევდა უფლის წინაშე, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე – მიწისძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი.  მიწისძვრის მერე – ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი. ცეცხლის მერე – ჩუმი, ნაზი ხმა. მოისმინა ელიამ და მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. აჰა, ხმა მოესმა; უთხრა: „აქ რას აკეთებ, ელია?”  თქვა: „უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან”.   უთხრა უფალმა: „წადი, გაბრუნდი დამასკოს უდაბნოს გზით; და როცა მიხვალ, სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ.

იოანეს 21:15-19
ნასაუზმევს, უთხრა სიმონ-პეტრეს იესომ: „სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარვარ?” მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ”. უთხრა: „აძოვე ჩემი კრავები”.  კვლავ ეუბნება მას მეორედ: „სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ”. უთხრა მას: „მწყემსე ჩემი ცხვრები”.  ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” დამწუხრდა პეტრე, მესამედ რომ ჰკითხა, გიყვარვარო? უთხრა მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ!” უთხრა იესომ: „აძოვე ჩემი ცხვრები. 18 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა; მაგრამ როცა მოხუცდები, გაშლი ხელებს, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და იქ წაგიყვანს, სადაც არ გსურს”. 19 ეს თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს თქვა და უთხრა მას: „მომყევი”.

ეფესელთა 2:1-5
და თქვენც, მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულითა და ცოდვებით,  რაშიც ოდესღაც დადიოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრისა და იმ სულის სურვილისამებრ, ამჟამად ურჩ ძეებში რომ მოქმედებს.  რომელშიც ოდესღაც ჩვენც მიმოვდიოდით ყველანი, ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გულის ზრახვათა ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით, როგორც დანარჩენები.  ხოლო წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავის დიდ სიყვარულში, რომლითაც შეგვიყვარა,  ჩვენ, დანაშაულის გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად – მადლით ხართ გადარჩენილნი,

საქმეები 2:37
ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და ჰკითხეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: “როგორ მოვიქცეთ, კაცნო, ძმანო?”

1 თესალონიკელთა 1:5
რადგან ჩვენი სახარება მხოლოდ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენ შორის, თქვენთვის.

იერემია 17:14
განმკურნე, უფალო, და განკურნებული ვიქნები, მიხსენი და დახსნილი ვიქნები, რადგან შენა ხარ ჩემი ქების სიმღერა.

ფსალმუნები 50:7-11
მასხურე უსუპი და განვიწმიდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.  ლხინისა და სიხარულის ხმა გამაგონე, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ შემუსრე.  სახე აარიდე ჩემს შეცდომებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე. სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო და წრფელი სული განმიახლე. ნუ უკუმაგდებ შენგან და შენს წმიდა სულს ნუ წამართმევ.

ფსალმუნები 62:1
ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, შენ დაგეძებ, შენ სწყურიხარ ჩემს სულს. შენკენ მოილტვის ჩემი სხეული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.

ფსალმუნები 51:1-4
რატომ ტრაბახობ ბოროტებით ძლიერო? ღმერთის წყალობა ჩემთანაა მთელ დღეს.  შენი ენა დაღუპვას იზრახავს, სამართებელივით გაქვს გალესილი – სიცრუეს თხზავს.  სიკეთეზე მეტად გიყვარს ბოროტება, სიცრუე – სიმართლის თქმაზე მეტად.  გიყვარს დამღუპველი სიტყვები, მზაკვარო ენავ;

2 ნეშტთა 32:26
გული დაიმდაბლეს ხიზკიაჰუმ და იერუსალიმის მკვიდრთ და აღარ მოსულა მათზე უფლის მრისხანება ხიზკიაჰუს დღეებში.

იერემია 15:19
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: „თუ მომიბრუნდები, აღგადგენ და ჩემ წინაშე დადგები. თუ ძვირფასს გამოარჩევ უვარგისისგან, ჩემი ბაგე იქნები. ადამიანები შენკენ მობრუნდებიან, მაგრამ შენ არ მიბრუნდები მათკენ.

2 ტიმოთეს 1:6
ამ მიზეზით შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში;

ესაია 57:15
ვინაიდან ასე ამბობს მაღალი და ამაღლებული, ის, ვინც მარადიულია და წმიდაა მისი სახელი: „მაღალ და წმიდა ადგილზე ვმკვიდრობ მე, თუმცა ტანჯულთან და სულით მორჩილთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სული და მწუხარეთა გული.

ესაია 40:31
უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.

ფსალმუნები 18:7
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს ანახლებს; მცნება უფლისა სარწმუნოა, გულუბრყვილოებს აბრძენებს.

2 მეფეთა 22:50
ამიტომ გმადლობ, შენ უფალო, ერებს შორის და ვუგალობებ შენს სახელს.

ფსალმუნები 17:49
ამიტომ გადიდებ ხალხთა შორის, უფალო და ქებით ვუმღერ შენს სახელს.

საქმეები 2:14
ხოლო პეტრე თერთმეტთან ერთად წამოდგა, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: “იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრო! დაე ცნობილი იყოს ეს თქვენთვის. ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს.

Advertisements