პირადი სიკეთე ბიბლიის მუხლები

ფილიპელთა 2:4
თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.

მეორე რჯული 12:28
გაფრთხილდით და შეისმინეთ ყველა ეს სიტყვა, რომელსაც გამცნებთ, რათა სამუდამოდ სიკეთეში ცხოვრობდეთ თქვენ და თქვენს შემდეგ თქვენი ძენი, ვინაიდან კარგად და სწორად მოიქცევით უფლის, თქვენი ღმერთის თვალში.

ეფესელთა 6:2-3
პატივი მიაგე შენს მამას და დედას, – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, – რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.

ებრაელთა 12:10
ისინი მცირე დღეებისთვის გვწვრთნიდნენ თავის ნებისამებრ, ეს კი – ჩვენი სარგებლობისთვის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში.

ფსალმუნები 118:71
კარგია ჩემთვის, რომ ვეტანჯე, რათა ვისწავლო შენი წესები.

1 მეფეთა 26:20
თქვა საულმა: „შევცოდე. დაბრუნდი, შვილო დავით, აღარ გიბოროტებ, რადგან ძვირფასი ყოფილა ჩემი სიცოცხლე შენს თვალში. უგუნურად ვიქცეოდი და დიდად ვცდებოდი”.

1 მეფეთა 26:23
აჰა, როგორც მე დავაფასე დღეს შენი სიცოცხლე, ასევე დააფასოს ჩემი სიცოცხლე უფალმა და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირისგან”.

ლუკას 6:45
კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან ბოროტება გამოაქვს; რადგან გულის სისავსიდან მეტყველებს მისი პირი.

2 პეტრეს 1:5
და ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ, რომ შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება, სათნოებას – შემეცნება,

ფსალმუნები 33:12-14
ვინ არის კაცი, რომელსაც სიცოცხლე სურს და უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად? შეიკავე შენი ენა ბოროტებისგან და ბაგენი – მზაკვრული სიტყვებისგან. ერიდე ბოროტებას და აკეთე სიკეთე; ეძიე მშვიდობა და მას მისდიე.

ებრაელთა 6:9
მაგრამ, გვჯერა საყვარელნო, რომ უკეთესნი ხართ და ფლობთ გადარჩენას, თუმცა ამგვარად ვლაპარაკობთ.

მათეს 26:24
ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც გასცემს ძე კაცისას. იმ კაცისთვის უმჯობესი იყო, არ დაბადებულიყო”.

მათეს 18:6
ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა ჰკიდებოდა კისერზე და ზღვის სიღრმეში ჩაძირულიყო.

მარკოზის 9:42
ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ.

Advertisements