ქედმაღლის დამცირება ბიბლიის მუხლები

მათეს 23:12
ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება.

ესაია 2:11
კაცის ქედმაღლური მზერა დამცირდება და ადამიანთა ამპარტავნება დამდაბლდება; მხოლოდ უფალი ამაღლდება იმ დღეს.

იობი 9:13
არ შეატრიალებს თავის რისხვას ღმერთი, მის ქვეშ დამდაბლდებიან ქედმაღალნი.

იობი 24:24
ცოტა ხნით აღზევდებიან და, აჰა, აღარ არიან; ეცემიან და კვდებიან ყველას მსგავსად, და თავთავებივით მოიჭრებიან.

ფსალმუნები 17:27
რადგან ჩაგრულ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ.

ფსალმუნები 19:8
ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და მყარად ვდგავართ.

ესაია 10:12
და იქნება, როცა დაასრულებს უფალი მთელ თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინღა მოინახულებს აშურის მეფის დიდგულობის ნაყოფს და მისი ქედმაღლური მზერის შედეგს.

ესაია 23:9
ცაბაოთ უფალმა გადაწყვიტა შეებღალა ქედმაღლობა ყოველგვარი მშვენიერებისა და დაემცირებინა ყველა წარჩინებული ქვეყნიერებისა.

მათეს 11:23
შენ კი, კაპერნაუმო, ცამდე კი არ ამაღლდები, ჯოჯოხეთამდე დაეშვები! ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალთაქმედებანი, შენში რომ მოხდა, დღემდე შემორჩებოდა.

Advertisements