ქრისტე და მისი ცხვრები ბიბლიის მუხლები

იოანეს 10:14
მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემებს და ჩემები მიცნობენ მე,

იოანეს 10:3
მას უღებს მეკარე და ცხვრებს ესმით მისი ხმა; იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.

ესაია 40:11
ის დამწყემსავს თავის ფარას, როგორც მწყემსი; თავისი მარჯვენით შეკრებს კრავებს და უბით ატარებს, წინ წაუძღვება ბატკნის დედებს.

იოანეს 10:16
მყავს მე სხვა ცხვრებიც, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

ფსალმუნები 22:3
სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თავისი სახელის გულისათვის.

იოანეს 10:9
მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, ჰპოვებს ხსნას, და შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.

იერემია 31:10
ისმინეთ უფლის სიტყვა, ხალხებო, და აუწყეთ შორეულ კუნძულებს, და უთხარით: ვინც გაფანტა ისრაელი, იგივე შეიკრებს მათ და დაიფარავს, როგორც მწყემსი თავის სამწყსოს.

ეზეკიელი 34:10
ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე მწყემსებთანა მაქვს საქმე, და მათ მოვკითხავ ჩემს ცხვრებს, და აღარ დავანებებ მათ ცხვრის მწყემსვას, და ვეღარც დამწყემსავენ ისინი თავის თავს; და ვიხსნი ჩემს ცხვრებს მათი პირიდან და აღარ გახდებიან მათი კერძი.

ზაქარია 9:16
და იხსნის იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, თავის ხალხს როგორც ცხვრის ფარას; რადგან, როგორც გვირგვინის თვლები ისე გაბრწყინდებიან ისინი მის მიწაზე.

იოანეს 10:28
მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან უკუნისამდე, და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს მათ.

ზაქარია 13:7
„მახვილო, აღიძარ ჩემს მწყემსთა წინააღმდეგ და ჩემი მახლობლის წინააღმდეგ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – დასცხე მწყემსს და გაიფანტება ფარა; მაშინ მე ხელს მივყოფ კრავებს

იოანეს 10:11
მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვრებისთვის.

საქმეები 20:28
გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის ზედამხედველადაც სულიწმიდამ დაგადგინათ, რათა მწყემსავდეთ ღმერთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.


მსგავსი თემები:

ქრისტე ამბობს ჭეშმარიტებას      ქრისტე განდიდებული       ქრისტე დასაწყისია      ქრისტე იცნობს ადამიანებს        ქრისტე კარია      ქრისტე კლდეა       ქრისტე, მაგალითი ჩვენთვის       ქრისტე მარადიულია
ქრისტე მეფობს საუკუნოდ       ქრისტე, პირმშო

Advertisements