ქრისტე იცნობს ადამიანებს ბიბლიის მუხლები

ლუკას 20:23
იგი მიუხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა:

მარკოზის 8:17
მიხვდა და ეუბნება მათ: „რატომ ამბობთ, რომ პური არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ გაიგეთ და ვერ შეიგნეთ? გული გაგიქვავდათ?

მათეს 22:18
იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: “რატომ მცდით, თვალთმაქცნო?

იოანეს 2:25
და არ სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო ადამიანში.

იოანეს 4:29
„წადით, ნახეთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი ჩამიდენია. ის ხომ არ არის ქრისტე?“

იოანეს 5:42
მაგრამ მე გიცნობთ თქვენ: ღვთის სიყვარული არ არის თქვენში.

იოანეს 8:37
ვიცი, რომ აბრაამის ნაშიერნი ხართ, მაგრამ ჩემი მოკვლა გინდათ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.

გამოცხადება 2:2
ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და შენი მოთმინება, და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტთა ატანა და გამოსცადე ისინი, რომლებიც თავს მოციქულებად უხმობენ, და არ არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად.

გამოცხადება 2:9
ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა შენ მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავს იუდეველებად უხმობენ, და არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან.

მათეს 9:4
და მიხვდა იესო მათ ფიქრებს და უთხრა: „რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს?

ლუკას 6:8
მან იცოდა მათი ფიქრები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი: „ადექი და გამოდი შუაში!“ ისიც ადგა და დადგა შუაში.


მსგავსი თემები:

ქრისტე ამბობს ჭეშმარიტებას      ქრისტე განდიდებული       ქრისტე დასაწყისია    ქრისტე და მისი ცხვრები         ქრისტე კარია      ქრისტე კლდეა       ქრისტე, მაგალითი ჩვენთვის       ქრისტე მარადიულია
ქრისტე მეფობს საუკუნოდ       ქრისტე, პირმშო

Advertisements