ქრისტე, მღვდელმთავარი ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 109:4
დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.

ებრაელთა 5:6
როგორც სხვაგანაც ამბობს: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით.“

ებრაელთა 6:19-20
რომელიც ჩვენი სულისათვის ღუზასავით საიმედოა და მტკიცე და აღწევს ფარდის მიღმა, სადაც ჩვენთვის წინამორბედად შევიდა იესო და გახდა მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით უკუნისამდე.

ებრაელთა 7:11
ამგვარად, სრულყოფა რომ ლევიანური მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს – რადგან მისი მეშვეობით მიეცა ხალხს რჯული – რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით და მისი სახელდება არა აარონის წესით?

ებრაელთა 7:23-28
მღვდელი ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში, მას კი უკუნისამდე დარჩენით წარუვალი მღვდლობა უპყრია. ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი მეშვეობით მიეახლება ღმერთს, რადგან ცოცხალია მუდამ მათთვის საშუამდგომლოდ. ასეთი მღვდელმთავარი შეგვფეროდა ჩვენ: წმიდა, უბოროტო, შეურყვნელი, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული, რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, – ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისათვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის. რადგან ეს მან ერთხელ მოიმოქმედა, როდესაც თავი შესწირა. რადგან რჯული უძლურ ადამიანებს აყენებს მღვდელმთავრებად, ხოლო ფიცის სიტყვამ, რჯულის შემდგომ, დააყენა ძე, რომელიც სრულქმნილია უკუნისამდე.

ებრაელთა 3:1-3
ამიტომ, წმიდა ძმებო, ზეციური მოწოდების თანაზიარნო, ჩაწვდით მოციქულსა და მღვდელმთავარს, რომელსაც ვაღიარებთ, იესოს, რომელიც თავისი განმწესებლის ერთგულია, ისევე როგორც მოსე იყო მთელს მის სახლში. რადგან ის მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია, ისევე როგორც სახლზე მეტი პატივი აქვს მის ამშენებელს.

ებრაელთა 9:12-14
არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდათა წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა. რადგან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდაჰყოფს შებილწულთ, რათა განიწმიდოს სხეული, მით უმეტეს, სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღმერთის მსახურებისათვის.

ებრაელთა 2:17-18
ამიტომ იგი ყველაფერში უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღმერთის წინაშე ხალხის ცოდვების შესაწყნარებლად. რადგან, როგორც თვითონ იტანჯა და გამოიცადა, ისე შეუძლია დაეხმაროს განსაცდელში მყოფთ.

ებრაელთა 4:14-15
და ახლა, როდესაც ჩვენ გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც განვლო ზეცა, იესო, ღმერთის ძე, მტკიცედ ჩავეჭიდოთ აღსარებას, რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომელსაც არ შეუძლია თანაგრძნობა ჩვენს უძლურებებში, არამედ რომელიც ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.

საქმეები 3:26
ღმერთმა, აღადგინა რა თავისი მსახური, პირველად თქვენ მოგივლინათ თქვენს საკურთხებლად, რათა მოგაქციოთ ყოველი თქვენი ბოროტი საქმიდან.”

ზაქარია 6:13
ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის.’”

Advertisements