ქრისტე მწყემსია ბიბლიის მუხლები

დაბადება 49:24
და მისი მშვილდი კვლავ მაგარია და მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის მძლავრის ხელით. აქედანაა მწყემსი, საყრდენი ლოდი ისრაელისა.

ესაია 40:11
ვით მწყემსი დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს, წარუძღვება მეძუძურთ.

ეზეკიელი 34:23
და დავუყენებ მათ ერთ მწყემსს, ჩემს მსახურს, დავითს, და ის დამწყემსავს მათ, და ის იქნება მათი მწყემსი.

ეზეკიელი 37:24
და ჩემი მსახური დავითი იქნება მათი მეფე და მათი მწყემსი, და ჩემი მცნებებით ივლიან ისინი, და ჩემს წესებს დაიცავენ და შეასრულებენ.

1 პეტრეს 5:4
და როდესაც გამოჩნდება მწყემსმთავარი, მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს.

იოანეს 10:11
მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვრებისთვის.

მიქა 5:4
დადგება და დამწყემსავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის, სახელის სიდიადით, და მობრუნდებიან, რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდე.

ებრაელთა 13:20-21
ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით ამოიყვანა ცხვრების დიადი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო, სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების შესასრულებლად. მას, რომელიც იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენში მის წინაშე მოსაწონს აკეთებს, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

Advertisements