ქრისტე, პირმშო ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 88:27
და მეც პირმშოდ დავადგენ მას, ქვეყნიერების მეფეებზე აღმატებულებას ვუბოძებ,

კოლოსელთა 1:15-18
ვინც არის უხილავი ღმერთის ხატი, პირმშო ყოველი ქმნილებისა, რადგან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცათა შინა და მიწაზეა, ხილული და უხილავი: საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი. იგი არის ყოვლის უწინარეს და ყოველივე მისით დგას. ის არის ეკლესიის სხეულის თავი. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში იყოს პირველი.

გამოცხადება 1:5
და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო მკვდართაგან და დედამიწის მეფეთა მთავარი, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან

რომაელთა 8:29
რადგან, რომელნიც წინასწარ იცნო, წინასწარვე განუსაზღვრა მათ თავისი ძის ხატების მსგავსად გარდაქმნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის.

ებრაელთა 12:23
კრებულს და პირმშოთა ეკლესიას, ცაში რომ არიან ჩაწერილნი, და ყველას განმკითხველ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს,


მსგავსი თემები:

ქრისტე ამბობს ჭეშმარიტებას      ქრისტე განდიდებული       ქრისტე დასაწყისია      ქრისტე და მისი ცხვრები       ქრისტე იცნობს ადამიანებს      ქრისტე კარია      ქრისტე კლდეა      ქრისტე, მაგალითი ჩვენთვის
ქრისტე მარადიულია      ქრისტე მეფობს საუკუნოდ

Advertisements