ქრისტეს აღიარება ბიბლიის მუხლები

რომაელთა 10:9
იმიტომ რომ, თუ შენი პირით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები.

მათეს 10:32-33
ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.

ლუკას 12:8
ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მე მაღიარებს კაცთა წინაშე, კაცის ძე აღიარებს ღმერთის ანგელოზთა წინაშე.

ფილიპელთა 2:10-11
რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი ზეციერისა, მიწიერისა და ქვესკნელისა, და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, – მამა ღმერთის სადიდებლად.

1 იოანეს 2:23
ვინც ძეს უარმყოფს, მას არც მამა ჰყავს. ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მას ჰყავს მამაც.

1 იოანეს 4:15
ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი – ღმერთში.

მათეს 16:13-16
ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის საზღვრებში მივიდა, ჰკითხა იესომ თავის მოწაფეებს: „რას ამბობს ხალხი, ვინ არის კაცის ძე?“ მათ თქვეს: „ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი – ელიაო და ზოგი – იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო.“ უთხრა მათ: „თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?“ მიუგო სიმონ-პეტრემ და თქვა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა.“

იოანეს 1:49
მიუგო მას ნათანაელმა: „რაბი, შენ ხარ ძე ღმერთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა.“

იოანეს 6:69
და ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ღმერთის წმიდა.“

იოანეს 11:27
ეუბნება მას: „დიახ, უფალო, მწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა, ამ ქვეყნად მომავალი.“

საქმეები 8:36-37
როდესაც გზად გაემართნენ, მიადგნენ ერთ წყალს და თქვა საჭურისმა: „აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს, რომ მოვინათლო?“ უთხრა მას ფილიპემ: „თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება.“ მან მიუგო და უთხრა: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძეა.“

1 იოანეს 4:2
ამით შეიცნობთ ღმერთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღმერთისაგან არის.

1 კორინთელთა 12:3
ამიტომ გაუწყებთ, რომ ვერც ერთი, ღმერთის სულით მეტყველი, ვერ იტყვის: „ანათემა იესოს!“ და ვერავინ იტყვის: „უფალია იესო!“ – თუ არა სულიწმიდით.