ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის გამოვლინებები ბიბლიის მუხლები

მარკოზის 16:9
კვირის პირველი დღის დილას, მკვდრეთით აღმდგარი პირველად მარიამ მაგდალელს ეჩვენა, რომლისგანაც ადრე შვიდი ეშმაკი განდევნა.

იოანეს 20:18
მივიდა მარიამ მაგდალელი და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი და ეს უთხრა მას.

მათეს 28:19
და აჰა, შემოხვდა მათ იესო და უთხრა: „გიხაროდეთ!” ხოლო ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას!

ლუკას 24:34
რომლებიც ამბობდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს.

ლუკას 24:13-31
და აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა სოფელში, რომელიც სამოცი სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი. ისინიც ყველა იმ ამბავზე ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, რაც მოხდა. ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თვითონ იესო მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ. მაგრამ თვალები დახშული ჰქონდათ, რომ ვერ ეცნოთ იგი. უთხრა მათ: „რაზე მსჯელობთ ერთმანეთში, გზად მიმავალნი?” ისინი კი დამწუხრებულნი შეჩერდნენ. ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, უთხრა: „ნუთუ შენ ერთადერთი უცხო ხარ იერუსალიმში, რომელმაც არ იცი, რა მოხდა იქ ამ დღეებში?” ჰკითხა მათ: „რა მოხდა?” ხოლო მათ უპასუხეს: „იესო ნაზარეველი, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, საქმითა და სიტყვით ძლიერი ღმერთისა და მთელი ხალხის წინაშე, ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად გადასცეს და ჯვარს აცვეს. ჩვენ კი ვიმედოვნებდით, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოესყიდა ისრაელი. აგერ, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა. მაგრამ ზოგიერთმა ჩვენიანმა დედაკაცმა გაგვაოცა. ისინი დილაადრიან მივიდნენ სამარხთან, ვერ იპოვეს მისი ცხედარი, მოვიდნენ და თქვეს, ანგელოზები ვიხილეთო, რომელთაც უთქვამთ, ცოცხალიაო. ზოგიერთი ჩვენგანიც წავიდა სამარხის სანახავად და მათაც, იგივე ნახეს, რაც დედაკაცებმა გვითხრეს. ის კი ვერ ნახეს”. მან უთხრა: „ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყოველივე იმის სარწმუნებლად, რაც ილაპარაკეს წინასწარმეტყველებმა. განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?” მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მის შესახებ ნათქვამს. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ; ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა. მაგრამ ისინი აკავებდნენ და ეუბნებოდნენ: „დარჩი ჩვენთან, რადგან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა”. ისიც შევიდა მათთან დასარჩენად. ინახად რომ დაჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ. მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს იგი. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის.

იოანეს 20:19
იმავე დღეს, საღამოჟამს, კვირის პირველ დღეს, იესო იუდეველთა შიშით კარჩაკეტილში მსხდარ მოწაფეებთან მოვიდა, შუაში დადგა და უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!”

იოანეს 20:26
რვა დღის შემდეგ კვლავ შინ იყვნენ მოწაფენი; თომაც მათთან ერთად იყო. კარჩაკეტილში მოვიდა იესო, შუაში დადგა და თქვა: “მშვიდობა თქვენდა”.

იოანეს 21:1
ამის შემდეგ კვლავ ეჩვენა იესო მოწაფეებს, ტიბერიის ზღვაზე. აი, ასე ეჩვენა მათ:

მათეს 28:16-17
თერთმეტი მოწაფე კი გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ.  ნახეს იგი და თაყვანი სცეს, ზოგიერთი კი დაეჭვდა.

1 კორინთელთა 15:6
მერე ერთდროულად გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას, რომელთა უმრავლესობა დღემდეა ცოცხალი, ზოგმა კი განისვენა;

1 კორინთელთა 15:7
შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე – ყველა მოციქულს;

ლუკას 24:51
კურთხევისას განშორდა მათ და ზეცად ამაღლდა.

საქმეები 1:9
ეს თქვა და მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალთაგან.

1 კორინთელთა 15:8
ყველაზე ბოლოს მეც გამომეცხადა, როგორც უდღეურს.

Advertisements