ქრისტეს საიდუმლო ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 3:4
როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ გაიგოთ ჩემი ცოდნა ქრისტეს საიდუმლოსი,

კოლოსელთა 1:27
რომელთათვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, რა არის ამ საიდუმლოს დიდების სიმდიდრე ერებს შორის: რომელიც არის ქრისტე თქვენში, დიდების იმედი,

რომაელთა 16:25
ხოლო – მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება, ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც მიდუმებული იყო საუკუნეთაგან,

1 კორინთელთა 2:7
არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს, იდუმალებაში დაფარულს, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისთვის.

ეფესელთა 1:9
გვაუწყა რა თავისი ნების საიდუმლო თავისი სურვილით, წინასწარ რომ განიზრახა მასში.

კოლოსელთა 2:2
რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონიერების ყოველგვარი სიმდიდრის მისაღებად, რათა შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო,

კოლოსელთა 4:3
ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა სიტყვის კარი გაგვიღოს ღმერთმა, ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც შებორკილი ვარ,

1 ტიმოთეს 3:16
უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის ეს საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცში, გამართლებულ იქნა სულში, დანახულ იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგები იქნა ერებს შორის, რწმენით იქნა მიღებული ქვეყნიერებაზე და ამაღლდა დიდებაში.

Advertisements