ქრისტეს სახელით საუბარი ბიბლიის მუხლები

მათეს 7:22
ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?

ლუკას 24:47
და იქადაგება მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად იერუსალიმიდან მოყოლებული ყველა ხალხში.

საქმეები 8:12
ხოლო, ერწმუნენ რა ფილიპეს, რომელიც ღმერთის სამეფოსა და იესო ქრისტეს სახელს ახარებდა, ინათლებოდნენ როგორც მამაკაცები, ისე დედაკაცებიც.

საქმეები 4:17-18
მაგრამ უფრო მეტად რომ არ გახმაურდეს ეს ხალხში, დავემუქროთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით”. დაუძახეს მათ და უბრძანეს, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით.

საქმეები 5:28
„განა, მკაცრად არ გიბრძანეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით? აჰა, თქვენი მოძღვრებით აღავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს!”

საქმეები 5:40
დაუჯერეს. დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით და გაუშვეს.

საქმეები 9:15
მაგრამ უთხრა მას უფალმა: „წადი, ვინაიდან ჩემი რჩეული ჭურჭელია იგი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე.

საქმეები 9:27-28
წაიყვანა იგი ბარნაბამ, მიჰგვარა მოციქულებს და უამბო მათ, როგორ გამოეცხადა გზაში უფალი, რა უთხრა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით.  დარჩა იგი მათთან, გამოდიოდა და შედიოდა იერუსალიმში და გაბედულად ლაპარაკობდა უფლის სახელით.

Advertisements