ქრისტეს სიკვდილის ფაქტები ბიბლიის მუხლები

ფილიპელთა 2:8
აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე.

მათეს 27:50
ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა.

ლუკას 23:46
დიდი ხმით შესძახა იესომ და თქვა: „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული”. ეს თქვა და სული განუტევა.

იოანეს 19:30
ძმარი რომ იგემა, თქვა იესომ: „აღსრულდა!” თავი დახარა და სული განუტევა.

მარკოზის 15:44
პილატეს გაუკვირდა, რომ იგი უკვე მკვდარი იყო; დაუძახა ასისთავს და ჰკითხა: „დიდი ხანია მოკვდა?”

მარკოზის 15:45
და როცა შეიტყო ასისთავისგან, ცხედარი იოსებს მისცა.

იოანეს 19:33
იესოსთან რომ მივიდნენ და ნახეს, უკვე მომკვდარიყო, წვივები აღარ დაუმტვრიეს,

საქმეები 25:19
რაღაცას ედავებოდნენ თავიანთ სარწმუნოებასა და ვიღაც გარდაცვლილ იესოზე, რომელზეც პავლე ამბობდა – ცოცხალიაო.

1 პეტრეს 4:1
ვინაიდან ქრისტე ჩვენთვის სხეულებრივად ეტანჯა, თქვენც განიმსჭვალეთ იმავე აზრით, რადგან, ვინც ხორციელად იტანჯება წყვეტს ცოდვის ჩადენას.

რომაელთა 8:34
და ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და მით უმეტეს აღდგა, ღვთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს კიდეც ჩვენთვის.

1 თესალონიკელთა 4:14
ვინაიდან, თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს ღმერთი მასთან ერთად.

1 პეტრეს 3:18
რადგან ერთხელ ქრისტეც მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, მართალი – უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მივეყვანეთ; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით,

გამოცხადება 1:18
და ცოცხალი; მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე; მე მაქვს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები.

გამოცხადება 2:8
„სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:

Advertisements