ქრისტეს თავმდაბლობა ბიბლიის მუხლები

ფილიპელთა 2:7
არამედ წარმოიცარიელა თავი მონის ხატება რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა.

ებრაელთა 2:16
ვინაიდან, ანგელოზებს კი არ ღებულობს, არამედ აბრაჰამის თესლს ღებულობს.

ლუკას 2:4-7
იოსებიც ავიდა გალილეიდან, ნაზარეთის ქალაქიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ბეთლემი ეწოდება, რადგან დავითის სახლისა და ტომისა იყო იგი. რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ორსულად იყო. მათი იქ ყოფნისას დაუდგა მარიამს მშობიარობის დღეები. და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა ბაგაში, რადგან ადგილი არ იყო მათთვის სასტუმროში.

ლუკას 2:51
გაჰყვა მათ და ნაზარეთში დაბრუნდა; ყველაფერში ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში ჩაიმარხა ყოველივე ეს.

მათეს 13:55
განა ეს ხუროს ძე არ არის? განა მარიამი არ ჰქვია დედამისს, მის ძმებს კი იაკობი და იოსები, სიმონი და იუდა?

იოანეს 9:29
ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი მოსეს ელაპარაკებოდა. ამაზე კი ისიც არ ვიცით, საიდან არის.

ებრაელთა 4:15
ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.

მათეს 20:28
ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად.

ლუკას 22:27
რადგან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური.

იოანეს 5:41
ადამიანთაგან არ ვღებულობ დიდებას,

იოანეს 6:15
იესომ იცოდა, რომ მოსვლას, მის შეპყრობას და გამეფებას აპირებდნენ, ამიტომ, კვლავ განმარტოვდა მთაზე.

ზაქარია 9:9
დიდად იხარე, სიონის ასულო! გამარჯვებით შემოსძახე, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და ხსნით შემოსილი; თავმდაბალია, ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე.

მათეს 21:5
უთხარით სიონის ასულს: აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი, მჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე.

იოანეს 13:5
მერე წყალი ჩაასხა საბანელში და მოწაფეთათვის ფეხების ბანა დაიწყო; თან იმ პირსახოცით უმშრალებდა წელზე რომ ერტყა.

იოანეს 6:38
რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა.

ებრაელთა 10:9
იქვე დასძინა: აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო. ამრიგად, იგი აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე.

ესაია 50:6
ზურგი ჩემს მცემელთ მივეცი და ლოყები – წვერების მგლეჯელთ; არ დამიფარავს პირსახე დამცირებისგან და ფურთხისგან.

საქმეები 8:32
წერილის ადგილი, რომელსაც საჭურისი კითხულობდა, ეს იყო: დასაკლავი კრავივით წაიყვანეს, და როგორც ცხვარი დუმს მპარსველის წინაშე, ისე არ დაუძრავს ბაგე.

ფსალმუნები 21:6
მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერის მიერ.

ფსალმუნები 68:9
რადგან შენი სახლის მოშურნეობამ დამღრღნა და შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა თავს.

რომაელთა 15:3
ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია: შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე.

ესაია 53:3
მოძულებული იყო, კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და სნეულებანაგემი. სახეს ვარიდებდით, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით;

იოანეს 10:15
როგორც მამა მიცნობს მე, მე კი მამას ვიცნობ. და ჩემს სიცოცხლეს ვდებ ცხვრებისთვის.

ფილიპელთა 2:8
აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე.

ებრაელთა 12:2
და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესოს, რომელმაც მომავალი სიხარულისათვის ჯვარი დაითმინა, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.

Advertisements