ქრისტიანის სარბიელი ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 9:24
განა არ იცით, რომ ასპარეზზე ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ ჯილდო მოიპოვოთ.

გალატელთა 2:2
ავედი გამოცხადებით და წარვუდგინე მათ სახარება, რომელსაც ვქადაგებდი წარმართებს შორის; განსაკუთრებით წარვუდგინე იგი წარმოჩენილთ, ამაოდ ხომ არ დავრბივარ ან ვშრომობ-მეთქი;

გალატელთა 5:7
კეთილად რბოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას?

ფილიპელთა 2:16
სიცოცხლის სიტყვის მპყრობელნი, რათა დავიკვეხნო ქრისტეს დღეს, რომ ამაოდ არ დავრბოდი და ამაოდ არ ვიღწვოდი.

ფილიპელთა 3:14
ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში.

ებრაელთა 12:1
ამიტომ ჩვენც, გვაკრავს რა მოწმეთა ღრუბელი ირგვლივ, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი,

2 ტიმოთეს 4:7
კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.

2 ტიმოთეს 4:8
ახლა კი მომელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული; და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც უყვარს მისი გამოჩენა.

1 კორინთელთა 9:24-27
განა არ იცით, რომ ასპარეზზე ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ ჯილდო მოიპოვოთ.  ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან; ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადისა.  ამიტომ მეც გავრბივარ, მაგრამ არა უმიზნოდ, და არც ისე ვიქნევ მუშტებს, ვითომ ჰაერს ვცემდე; არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ უღირსი არ აღმოვჩნდე.

Advertisements