ქვრივები ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 67:5
ობოლთა მამაა და ქვრივთა მსაჯული – ღმერთი, თავის წმიდა სამყოფელში,

მეორე რჯული 10:18
სამართალს უჩენს ქვრივსა და ობოლს და უყვარს ხიზანი, აპურებს და მოსავს მას.

ფსალმუნები 145:9
უფალი იცავს ხიზნებს, ობოლსა და ქვრივს მხარში უდგას, ბოროტთა გზას კი ამრუდებს.

იგავნი 15:25
ამპარტავანთა სახლს უფალი დაანგრევს, ქვრივის საზღვარს კი განამტკიცებს.

იერემია 49:11
დატოვე შენი ობლები და ვაცხოვრებ მათ; დაე, მე მომენდონ შენი ქვრივები.

მარკოზის 12:41-44
დაჯდა საგანძურის წინ იესო და აკვირდებოდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა. მოვიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ჩაყარა ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს. დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველაზე მეტი ჩადო. ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სიღარიბიდან ჩადო ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, მთელი თავისი სარჩო-საბადებელი”.

ლუკას 18:1-5
უთხრა მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ. თქვა: „ერთ ქალაქში ერთი მოსამართლე იყო. არც ღმერთისა ეშინოდა და არც ხალხისა რცხვენოდა. იმავე ქალაქში ერთი ქვრივი ქალიც ცხოვრობდა. მივიდა მოსამართლესთან და უთხრა: დამიცავი ჩემი მეტოქისგან. დიდხანს უარობდა. მერე კი თქვა თავისთვის: მართალია, არც ღმერთისა მეშინია და არც ხალხისა მრცხვენია, მაგრამ, რაკი ეს ქვრივი აღარ მასვენებს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და არ გამტანჯოს”.

მეორე რჯული 27:19
წყეულიმც იყოს მწირისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!

ესაია 10:1-4
ვაი მათ, ვისაც უსამართლო განაჩენი გამოაქვს და ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს, რათა გაამრუდოს გაჭირვებულთა სამართალი, დაჩაგროს ჩემი ხალხის ღარიბები, ნადავლად გაიხადოს ქვრივები და გაძარცვოს ობლები. რაღას იქმთ განკითხვისა და უბედურების დღეს, შორიდან რომ მოვა? ვისთან გაიქცევით დახმარების საძებნად და სად დატოვებთ თქვენს დიდებას? აღარაფერი დაგრჩებათ გარდა იმისა, რომ ტყვეთა შორის ჩაიკეცოთ და დახოცილთა შორის დაეცეთ. მაგრამ მაინც არ დაცხრება მისი რისხვა და ჯერ კიდევ შემართული იქნება მისი ხელი.

გამოსვლა 22:22
ქვრივსა და ობოლს ნუ შეავიწროვებ.

1 ტიმოთეს 5:3
პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან.

1 ტიმოთეს 5:4-16
ხოლო თუ შვილები ან შვილიშვილები ჰყავს ქვრივს, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისთვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის. ნამდვილი ქვრივი, რომელიც მარტო დარჩა, ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს. განცხრომას მიცემული კი ცოცხლად მკვდარია. ეს ამცნე, რათა ბრალდაუდებელნი იყვნენ. ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია. ქვრივებად უნდა ჩაითვალონ არანაკლებ სამოცი წლისანი, ერთი ქმრის ნაცოლარნი, თავისი კარგი საქმეებით ცნობილნი, შვილები რომ გამოუზრდია, მწირთათვის უმასპინძლია, ფეხები უბანია წმიდათათვის, გაჭირვებულებს დახმარებია და ყოველგვარ კეთილ საქმეს მიჰყოლია. ახალგაზრდა ქვრივები კი არ მიიღო, რადგან, როცა ქრისტეს საწინააღმდეგო აღგზნება დაეუფლებათ, გათხოვება უნდებათ. ისინი განისჯებიან, ვინაიდან უარყვეს თავიანთი პირვანდელი რწმენა. და კიდევ, უსაქმურობაში კარდაკარ სიარულს ეჩვევიან, და მარტო უსაქმურნი კი არა, ყბედნი და ცნობისმოყვარენიც ხდებიან, და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ არის მართებული. ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და მტერს ლანძღვის არანაირი საბაბი არ მისცენ. ვინაიდან ზოგიერთი მათგანი სატანის კვალს გაჰყვა. თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ჰყავს ქვრივი ახლობლები, დაეხმაროს მათ, რათა ტვირთად არ დააწვნენ ეკლესიას და ნამდვილ ქვრივებს მიეხედოს.

1 კორინთელთა 7:8-9
ხოლო დაუქორწინებლებსა და ქვრივებს ვეუბნები, რომ კარგია მათთვის ჩემსავით დარჩნენ. მაგრამ თუ არ ძალუძთ თავშეკავება, იქორწინონ; ვინაიდან უმჯობესია იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ.

რუთი 1:16-17
უპასუხა რუთმა: „ნუ მთხოვ, რომ წავიდე და დაგტოვო; სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ; სადაც შენ გაჩერდები, მეც იქ გავჩერდები. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი – ჩემი ღმერთი. სადაც მოკვდები, მეც იქ მოვკვდები და დავიმარხები. ასე და ასე მიყოს უფალმა და უფრო მეტიც, თუ სიკვდილის გარდა, სხვა რამემ დაგვაშოროს ერთმანეთს!”

ლუკას 7:11-17
მეორე დღეს იესო ნაინად წოდებულ ქალაქში წავიდა; თან მისი მოწაფენი და უამრავი ხალხი მიჰყვებოდნენ. ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა აჰა, მოასვენებენ მიცვალებულს, დედისერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო. დიდძალი ხალხი ახლდა თან. ქვრივის დანახვისას შეეცოდა იგი უფალს და უთხრა: „ნუ სტირი”. მივიდა და შეეხო საკაცეს. გამსვენებლები შედგნენ. მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!” მკვდარი წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო; და მის დედას ჩააბარა იგი. ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი აღდგა ჩვენს შორის და მოინახულა ღმერთმა თავისი ხალხი”. და გავრცელდა ეს სიტყვა მთელ იუდეასა და მის შემოგარენში.

Advertisements