რასობრივი თანასწორობა ბიბლიის მუხლები

საქმეები 17:26
ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები,

დაბადება 3:20
და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა.

მალაქია 2:10
განა ყველას ერთი მამა არა გვყავს? განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა? რატომ ღალატობთ ერთი-მეორეს და ბღალავთ ჩვენი მამების აღთქმას?

საქმეები 10:34-35
გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,  არამედ ყოველი ერიდან ღებულობს იგი მის მოშიშებს და სიმართლის მოქმედთ.

გალატელთა 3:28
და აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.

კოლასელთა 3:11
სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.

იოანეს 13:34
ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.

მეორე რჯული 10:17
ვინაიდან უფალი, შენი ღმერთი, ღმერთთა ღმერთია და უფალთ უფალი, დიადი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელიც არ პირმოთნეობს და ქრთამს არ იღებს;

ეფესელთა 2:14
ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა აღმართული ზღუდე.

იესო ნავეს ძე 2:1-4
ორი მსტოვარი გაგზავნა ფარულად იეშუა ნავეს ძემ შიტიმიდან და უთხრა მათ: „წადით, დაზვერეთ ქვეყანა და იერიხო”. წავიდნენ და მივიდნენ ერთი მეძავი ქალის, სახელად რახაბის სახლში და იქ გაათიეს ღამე.  აცნობეს იერიხოს მეფეს: „აჰა, ღამით კაცები მოსულან აქ ისრაელის ძეთაგან, ქვეყნის დასაზვერად”.  შეუთვალა იერიხოს მეფემ და უთხრა რახაბს: „გამოიყვანე კაცები, რომ მოვიდნენ და შენს სახლში შემოვიდნენ, რადგან ქვეყნის დასაზვერად არიან მოსულები”.  ადგა და დამალა ეს ორი კაცი ამ ქალმა, მათ კი უთხრა: „დიახ, მოვიდნენ ჩემთან კაცები, ოღონდ არ ვიცი, საიდან იყვნენ.