რჩეულობის აღწერა ბიბლიის მუხლები

ესაია 42:1
აი ჩემი მონა, რომელიც ხელით მიჭირავს, ჩემი რჩეული, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა. დავდებ მე მასზე ჩემს სულს და სამართალს გაუჩენს იგი ხალხებს.

ესაია 45:4
ჩემი მონის, იაკობის, და ისრაელის, ჩემი რჩეულის გულისათვის მოგიხმე ჩემი სახელით, პატივი დაგდე, თუმცა შენ არ მიცნობდი მე.

1 ტიმოთეს 5:21
ღმერთისა და უფალი ქრისტე იესოს და რჩეულ ანგელოზთა წინაშე გაფიცებ, პირუთვნელად დაიცვა ეს და არაფერი გააკეთო მიკერძოებით.

მათეს 24:22
ის დღეები რომ არ შემოკლდეს, ვერა ხორციელი ვერ გადარჩება. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები.

მათეს 24:31
და მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორემდე.

საქმეები 9:15
უთხრა მას უფალმა: „წადი, რადგან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე.

2 იოანეს 1:1
უხუცესი – რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომელნიც მიყვარს ჭეშმარიტებაში, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც კი შეიცნო ჭეშმარიტება,

2 იოანეს 1:13
მოგიკითხავენ შენი რჩეული დისწულები. ამინ.


მსგავსი თემები:

რჩეულობის მახასიათებლები       რჩეულობის უპირატესობები       რჩეულობის მოვალეობები

Advertisements
%d bloggers like this: