რჩეულობის მოვალეობები ბიბლიის მუხლები

იერემია 1:5
სანამ გამოგსახავდი დედაშენის მუცელში, მე გიცნობდი შენ, და სანამ გამოხვიდოდი დედის საშოდან, მე წმიდა-გყავ შენ და ხალხების წინასწარმეტყველად დაგადგინე.

მსაჯულნი 13:2-5
და იყო მაშინ ერთი კაცი ცორყადან, დანის ტომიდან, და სახელად მანოახი ერქვა; და ცოლი ბერწი ჰყავდა, შვილს ვერ აჩენდა. და გამოეცხადა უფლის ანგელოზი ამ ქალს და უთხრა: „აჰა, შენ, ბერწი ხარ და შვილი არ გაგიჩენია, მაგრამ დაორსულდები და ვაჟს გააჩენ; და ახლა გაფრთხილდი, არ სვა ღვინო და თაფლუჭი, უწმიდური არაფერი ჭამო. რადგან დაორსულდები და ვაჟი გაგიჩნდება, და სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება ის ყრმა საშოდანვე, და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან.“

ფსალმუნები 104:26
გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, და აარონი, რომელიც ამოირჩია.

ფსალმუნები 105:23
წარმოთქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა მისი რისხვა, და აღარ მოესრა ისინი.

მეორე რჯული 21:5
და მოდგნენ ლევიანი მღვდლები, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას, და უფლის სახელით აკურთხევდნენ, და მათი პირით წყდებოდეს ყველა დავა და ყველა ზარალი,

მეორე რჯული 18:3-5
აი რა უნდა განეკუთვნოს მღვდლებს ხალხისაგან, მათგან, ვინც მსხვერპლად სწირავს ხარს ან ცხვარს: თითოეულმა მისცეს მღვდელს ბეჭი, ყბები და კუჭი. პირველმოწეული მარცვლეული, ღვინო, ზეთი შენი მოსავლიდან, და აგრეთვე ცხვრის პირველგანაპარსიდან მიეცი მღვდელს, რადგან ის ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შენი ტომიდან, რათა იდგნენ და მსახურებდნენ უფლის სახელით ის და მისი ძენი სამუდამოდ.

1 ნეშტთა 15:2
მაშინ თქვა დავითმა: ლევიანთა გარდა არავინ ატაროს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის მტარებლებად და მუდმივ მსახურებად.

გამოსვლა 31:2-11
„აჰა, მე მოვუხმე სახელით ბეცალელს, ძეს ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან. და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გამჭრიახობით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით, ოსტატურად რომ შეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და ბრინჯაოზე მუშაობა. მოსაოჭველი ქვების გათლა და ხეზე კვეთა, რათა შეასრულოს ყოველგვარი სახელოვნო საქმე. აჰა, მივუჩინე მას აჰოლიაბი, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, და ყოველი ბრძენის გულს მივეცი მე სიბრძნე. მათ გააკეთონ ყოველი, რაც მე გიბრძანე შენ: საკრებულო კარავი და კიდობანი მოწმობისა და სარქველი, რომელიც მასზეა, და ყოველი ნივთი კარვისა, ტაბლა და მისი ჭურჭელი და ხალასი ოქროს სასანთლე მთელი მისი ხელსაწყოებით, და სამსხვერპლო საკმევლისა, და სამსხვერპლო სრულადდასაწველისა მთელი მისი ხელსაწყოებით, და საბანელი და მისი კვარცხლბეკი, და საწესო შესამოსელნი, და წმიდა სამოსელნი აარონ მღვდლისათვის და მის ძეთა შესამოსელნი სამღვდელმსახუროდ, მირონი და სურნელოვანი საკმეველი წმიდისათვის. როგორც მე გიბრძანე, ყველაფერი ისე გააკეთონ.“

1 ნეშტთა 28:4-10
თუმცა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, მამაჩემის სახლიდან მე ამომირჩია, რათა მთელი ისრაელის მეფე გავმხდარიყავი საუკუნოდ. რადგან იუდა ამოირჩია მთავრად, იუდას სახლიდან კი მამაჩემის სახლი ამოირჩია, მამაჩემის ძეთაგან კი ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე.  ყველა ჩემს ვაჟს შორის კი, რადგან მრავალი შვილი მომცა უფალმა, ჩემი ძე სოლომონი ამოირჩია, რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს – ისრაელის ტახტზე. და მითხრა: ‘შენი ძე, სოლომონი, ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან იგი ჩემს ძედ ამოვირჩიე და მე ვიქნები მისი მამა.  უკუნისამდე გავამყარებ მის სამეფოს, თუ იგი მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებს და რჯულდებას, როგორც დღემდე იცავდა.’ ახლა კი მთელი ისრაელის უფლის კრებულის თვალწინ ჩვენი ღმერთის გასაგონად გეუბნებით: დაიცავით და გამოიკითხეთ უფლის, თქვენი ღმერთის, ყველა მცნება, რათა ამ სიმდიდრით სავსე მიწას დაეპატრონოთ და თქვენს შემდეგ თქვენს შვილებს დაუმკვიდროთ იგი საუკუნოდ,  ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცან მამაშენის ღმერთი და მთელი სულითა და გულით ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ მას, იპოვი კიდეც; ხოლო თუ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს. ახლა უყურე, რაკი უფალმა გამოგარჩია უფლის საწმიდრის ამშენებლად, მტკიცედ იდექი და აკეთე.“

ესაია 42:1-7
აი ჩემი მონა, რომელიც ხელით მიჭირავს, ჩემი რჩეული, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა. დავდებ მე მასზე ჩემს სულს და სამართალს გაუჩენს იგი ხალხებს. არ იყვირებს და არ აღიმაღლებს ხმას, ქუჩაში ვერავინ მოისმენს მის ხმას.  დაბზარულ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს; სწორ სამართალს გააჩენს. არ დაცხრება და არ გატყდება, ვიდრე არ დაამყარებს ქვეყნად სამართალს. მის განგებულებას მოელიან კუნძულები. ასე ამბობს უფალი ღმერთი, რომელმაც შექმნა ზეცა და განფინა იგი; შექმნა დედამიწა მისი აღმონაცენითურთ; მისცა სუნთქვა ხალხს და სული – ქვეყნად მოარულთ. მე, უფალმა, მოგიწოდე სიმართლით, ხელში გწვდები და დაგიცავ, დაგადგენ აღთქმად ხალხისთვის და წარმართთა სინათლედ, რათა აუხილო ბრმებს თვალები, რათა პატიმარნი ამოიყვანო საპყრობილიდან, და წყვდიადიდან – ბნელში მსხდომნი.

ესაია 45:1
ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულს, კიროსს: შენი მარჯვენა მე მიჭირავს, რათა დაგიმორჩილო ხალხები, სარტყლები შევხსნა მეფეებს წელზე, რათა გაიღოს შენს წინაშე ყველა კარი და კარიბჭენი აღარ დაიკეტოს.

ესაია 48:14-15
შეგროვდით ყველა და ისმინეთ! მათგან ვინ იწინასწარმეტყველა ეს? უფალმა შეიყვარა იგი; ის შეასრულებს უფლის ნებას ბაბილონზე, და მისი მკლავი ქალდეველებზე აღიმართება. მე, მე ვთქვი და მე მოვუხმე მას, მე მოვიყვანე ის და იგი გაიმარჯვებს.

ლუკას 9:35
და გაისმა ხმა ღრუბლიდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ძე ჩემი რჩეული, უსმინეთ მას!“

1 პეტრეს 1:18-21
რაკი იცით, რომ ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი კი არა ხართ გამოსყიდულნი მამათაგან მემკვიდრეობით მიღებული ამაო გზიდან,  არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა, რომელიც სამყაროს შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენთვის, რომელთაც მისი მეშვეობით იწამეთ ღმერთი, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა გქონდეთ რწმენა და ღმერთის იმედი.

1 პეტრეს 2:4-6
მიდით მასთან – ცოცხალ ქვასთან, რომელიც დაიწუნეს ადამიანებმა, ღმერთისაგან კი რჩეული და პატივდებულია. და თქვენც აშენდით, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა შესწიროთ ღმერთის მოსაწონი სულიერი მსხვერპლები იესო ქრისტეს მიერ. რადგან ნათქვამია წერილში: „აჰა, მე ვდებ სიონში ქვას, ქვაკუთხედს, რჩეულსა და ძვირფასს და მისი მორწმუნე არ შერცხვება.“


მსგავსი თემები:

რჩეულობის მახასიათებლები
       რჩეულობის აღწერა       რჩეულობის უპირატესობები

Advertisements