რელიგია ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 11:6
ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;

დაბადება 15:6
და ერწმუნა იგი უფალს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ.

1 მეფეთა 4:3-8
მოვიდა ხალხი ბანაკში და თქვეს ისრაელის უხუცესებმა: „რატომ დაგვამარცხა უფალმა დღეს ფილისტიმელთა წინაშე? წამოვიღოთ შილოდან უფლის აღთქმის კიდობანი, ჩვენს შორის იყოს და გვიხსნას მტრების ხელიდან”.  კაცები გაგზავნეს შილოში და მოიტანეს ქერუბებზე ამხედრებული ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი; ღვთის აღთქმის კიდობანს თან ყელის ორი ძე – ხოფნი და ფინხასი ახლდა.  როცა უფლის აღთქმის კიდობანი ბანაკში შევიდა, მაღალი ხმით გამართა ყიჟინი მთელმა ისრაელმა და შეიძრა მიწა.  როცა მოესმათ ფილისტიმელებს შეძახილის ყიჟინი, თქვეს: „ეს რა ყიჟინია ებრაელთა ბანაკში?” და შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოსულიყო ბანაკში.  შეეშინდათ ფილისტიმელებს, რადგან თქვეს: „ღმერთი მოვიდაო ბანაკში”. ამბობდნენ: „ვაი ჩვენ, რადგან არ მომხდარა ასეთი რამ არც გუშინ და არც გუშინწინ.  ვაი ჩვენ! ვინ დაგვიხსნის ამ ძლიერი ღმერთის ხელიდან? ეს ის ღმერთია, ეგვიპტელები რომ მოსრა უდაბნოში ყოველგვარი წყლულებით.

3 მეფეთა 20:23
და უთხრეს არამის მეფეს მისმა მსახურებმა: „მთების ღმერთია მათი ღმერთი, ამიტომ იყვნენ ჩვენზე ძლიერნი. თუ ველზე შევებრძოლებით, უცილობლად მათზე ძლიერნი ვიქნებით!

იაკობის 2:19
შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან.

ესაია 37:38
ერთხელ, როცა ნისროქს, თავის ღმერთს სცემდა თაყვანს მის სახლში, ადრამელეხმა და სარეცერმა, მისმა ძეებმა დასცეს იგი მახვილით და არარატის ქვეყანაში გაიქცნენ. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.

იერემია 44:17-19
ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც ვთქვით, კვლავაც ვუკმევთ ცის დედოფალს, და საღვრელსაც დავუღვრით, როგორც ჩვენ და ჩვენი მამები ვაკეთებდით, ასევე ჩვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში; პურით ვძღებოდით, კარგად ვიყავით და უბედურება არ გვინახავს.  მას შემდეგ, რაც ცის დედოფლისადმი კმევა შევწყვიტეთ და საღვრელს აღარ ვუღვრით, ყველაფერი მოგვაკლდა და მახვილისა და შიმშილის წერა შევიქენით.  ცის დედოფალს რომ ვუკმევდით და საღვრელს ვუღვრიდით, განა ჩვენი ქმრების თანხმობის გარეშე ვუცხობდით კვერებს მისი გამოსახულებით და ვუღვრიდით საღვრელ მსხვერპლებს?”

მარკოზის 7:3-4
რადგან ფარისეველნი და იუდეველნი იცავდნენ უხუცესთა გადმოცემას და ისე არ ჭამდნენ, თუ გულმოდგინედ არ დაიბანდნენ ხელებს;  ბაზრიდან დაბრუნებულნი განბანის გარეშე არ ჭამდნენ; სხვაც ბევრი რამ არის, რასაც გადმოცემებით ასრულებდნენ, მაგალითად სასმისების, თასებისა და სპილენძის ქვაბების გამორეცხვას.

გამოსვლა 32:2-6
უთხრა მათ აჰარონმა: „ჩამოხსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ძეებსა და ასულებს და მოიტანეთ ჩემთან”.  და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურებიდან და მიუტანეს აჰარონს.  აიღო მათი ხელიდან აჰარონმა, გამოკვეთა საჭრეთელით დარიჯაგი და ხბო ჩამოასხა. თქვეს: „ესაა შენი ღმერთი, ისრაელო, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანა”.  ეს რომ დაინახა აჰარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინ და თქვა: „უფლის დღესასწაულია ხვალ!”  ადგნენ მეორე დღეს დილაადრიანად, სრულადდასაწველი შესწირეს და სამშვიდობო მსხვერპლიც მიიტანეს; დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, მერე ადგნენ და გამართეს ცეკვა-თამაში.

ებრაელთა 10:11
მღვდლები კი დგანან ყოველდღიურ მსახურებად და მრავალგზის სწირავენ ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელთაც არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა.

ესაია 44:17
ხის მონარჩენისგან კი ღმერთი, გამოთლილი კერპი გაიკეთა, მის წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს, მის წინაშე ლოცულობს და ეუბნება: “მიხსენი, რადგან ღმერთი ხარ ჩემი!”,

ესაია 45:20
შეიკრიბეთ და მოდით, ერთად შეგროვდით ერთაგან გადარჩენილნო; უცოდინარნი არიან ისინი, ვინც თავის ხის ქანდაკებებს დაატარებენ და ევედრებიან ღმერთს, რომელიც ვერ დაიხსნის.

ლუკას 2:37
ოთხმოცდაოთხ წელს მიტანებული ქვრივი იყო იგი, ტაძარს არ შორდებოდა, მარხვითა და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამე.

საქმეები 10:4
მან შეხედა, შეეშინდა და ჰკითხა: „რა არის, უფალო?” უთხრა: „შენი ლოცვები და მოწყალებანი ამაღლდნენ ღვთის წინაშე შენს გასახსენებლად.

4 მეფეთა 23:3
დადგა მეფე სვეტის წინ და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, მთელი გულით და მთელი სულით დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებსა და დადგენილებებს, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. მთელმა ხალხმა მოიწონა აღთქმა.

მათეს 23:16-20
ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომ ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს – არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის მოვალეაო.  უგუნურნო და ბრმანო! რა უფრო დიდია – ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს?  და ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, ეს არაფერია; ხოლო ვინც ძღვენს დაიფიცებს, მასზე რომაა, ის მოვალეაო.  ბრმანო, რომელი უფრო დიდია – ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ წმედს?  ვინაიდან, ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა.

მარკოზის 10:17-20
გზაზე რომ გამოვიდა, ვიღაც კაცმა მიირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: „კეთილო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?”  ხოლო იესომ უთხრა: „რატომ მიწოდე კეთილი? არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა – ღმერთისა. იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, ცრუმოწმე ნუ იქნები, ნუ იცრუებ, პატივი ეცი შენს მამას და დედას”.  მან მიუგო: „მოძღვარო, ყოველივე ამას სიჭაბუკიდან ვიცავ!”

მათეს 23:23
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში – სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ.

ლუკას 11:42
მაგრამ ვაი თქვენ, ფარისეველნო, პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი მწვანილეულის მეათედს რომ იხდით და გვერდს უქცევთ ღმერთის სამართალსა და სიყვარულს! ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ!

ლუკას 1:6
ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე და უბიწოდ იცავდნენ უფლის ყოველ მცნებასა და წესდებას.

იოანეს 18:28
იესო კაიაფასგან პრეტორიუმში წაიყვანეს. თენდებოდა; პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ.

1 კორინთელთა 7:19
არაფერია წინადაცვეთა და არაფერია წინადაუცვეთელობა, თუ არა ღვთის მცნებათა დაცვა.

Advertisements