რჯულის აღწერა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 18:8
მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.

რომაელთა 7:14
რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული.

რომაელთა 7:12
ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.

ფსალმუნები 118:96
ყოველგვარი სრულყოფილების დასასრული მინახავს; შენი მცნებანი კი ვრცელია, უსაზღვრო.

ფსალმუნები 19:7
ზოგნი ეტლებით იქადიან და ზოგნი ცხენებით, ჩვენ კი ჩვენი ღმერთის სახელით დავიკვეხნით.

რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

ფსალმუნები 118:142
სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და რჯული შენი ჭეშმარიტია.

1 იოანეს 5:3
რადგან ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს; ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია.