რჯულის წყევლა ბიბლიის მუხლები

გალატელთა 3:13
ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისგან და ჩვენს ნაცვლად გახდა წყეული, ვინაიდან დაწერილია: “წყეულია ყველა, ვინც ძელზეა დაკიდებული”.

მეორე რჯული 11:26
აჰა, კურთხევას და წყევლას ვდებ თქვენ წინ:

მეორე რჯული 30:1
„როცა მოაწევს შენზე კურთხევისა და წყევლის ყველა ეს სიტყვა, რომლებიც გადმოგეცი და გულთან მიიტან მას ყველა იმ ერში მყოფი, რომელშიც გაგფანტავს უფალი, შენი ღმერთი,

მეორე რჯული 11:28
წყევლას – თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს და გადაუხვევთ იმ გზას, რომელსაც მე გიბრძანებთ დღეს და გაჰყვებით სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ.

მეორე რჯული 11:29
და როცა შეგიყვანთ უფალი, თქვენი ღმერთი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, აღავლინეთ კურთხევა გერიზიმის მთაზე და წყევლა – ღებალის მთაზე.

მეორე რჯული 27:13-26
ხოლო ესენი დადგებიან ღებალის მთაზე დასაწყევლად: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი.  ლევიანები ილაპარაკებენ და ეტყვიან მთელ ისრაელს ხმამაღლა: წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს, სისაძაგლეს უფლისთვის, ხელოსნის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!  წყეულიმც იყოს დედ-მამის შეურაცხმყოფელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!  წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის საზღვრის გადამწევი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!  წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზის ამრევი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!  წყეულიმც იყოს მწირისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!  წყეულიმც იყოს მამის ცოლთან დამწოლი, რადგან კალთა გადაუწია მამას! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!  წყეულიმც იყოს რომელიმე პირუტყვთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!  წყეულიმც იყოს თავის დასთან, თავისი მამის ასულთან ან თავისი დედის ასულთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!  წყეულიმც იყოს სიდედრთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!  წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!  წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად და უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!  წყეულიმც იყოს, ვინც არ დაიცავს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!

მეორე რჯული 28:15-20
მაგრამ თუ არ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო ყოველი მისი მცნება და დადგენილება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ გადმოვა ყველა ეს წყევლა და გეწევა შენ.  წყეული იქნები ქალაქში და წყეული იქნები მინდორში.  წყეული იქნება შენი კალათა და გობი.  წყეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფები, მონაგები შენი ნახირისა და ნამატი შენი ფარისა.  წყეული იქნები შესვლისას და წყეული იქნები გამოსვლისას.  გამოგიგზავნის უფალი წყევლას, დაბნეულობასა და უბედურებას ყოველ საქმეში, რასაც გააკეთებ, ვიდრე მოგსპობს და დაგღუპავს მალევე, შენი ბოროტი საქმეების გამო, რადგან მიმატოვე.

იესო ნავეს ძე 8:34
ამის შემდეგ წაიკითხა იეშუამ რჯულის ყველა სიტყვა, კურთხევა და წყევლა, ყოველივე, როგორც რჯულის წიგნშია ჩაწერილი.

დანიელი 9:11
დიახ, მთელმა ისრაელმა დაარღვია შენი რჯული და გადაუხვია მისგან, შენი ხმა რომ არ გაეგონა. ამიტომაც გვიწია იმ წყევლამ და ფიცმა, მოსეს, ღვთისმსახურის რჯულში რომ სწერია, რადგან მის წინააღმდეგ შევცოდეთ.

მეორე რჯული 26:27
წყეულიმც იყოს, ვინც არ დაიცავს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!

ნეემია 10:29
შეუერთდა თავიანთ ძმებს, თავიანთ დიდებულებს და წყევლა და ფიცი დადეს, რათა ევლოთ ღმერთის რჯულით, რომელიც მოსეს, ღვთისმსახურის ხელით იყო მოცემული და დაეცვათ და შეესრულებინათ უფლის, ჩვენი ღმერთის ყველა მცნება, მისი სამართალი და მისი წესები.

იერემია 11:3
უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: წყეულია კაცი, რომელიც არ შეასრულებს ამ აღთქმის სიტყვებს,

მალაქია 1:14
წყეულიმც იყოს ის თაღლითი, ვისაც ფარაში საღი მამალი პირუტყვი ჰყავს და მას აღუთქვამს, მაგრამ მსხვერპლად დასახიჩრებულს აღუვლენს უფალს. რადგან დიდი მეფე ვარ მე! – ამბობს ცაბაოთ უფალი, ჩემი სახელის მოშიშება აქვთ ერებში.

მალაქია 3:9
წყევლით ხართ დაწყევლილნი, რადგან მთელი ერი მძარცვავთ.

გალატელთა 3:10
ვინაიდან ყველანი, ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ იმყოფებიან, რადგან დაწერილია: „წყეულია ყოველი, ვინც არ ასრულებს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, რათა ყველაფერი შეასრულოს”.

მეორე რჯული 21:23
არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ იმავე დღეს დამარხე იგი; რადგან ღმერთის მიერ არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული. ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი.

მეორე რჯული 29:20
არ აპატიებს მას უფალი, რადგან აღინთება მაშინ უფლის რისხვა და შური იმ კაცზე და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი და აღგვის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან.

მეორე რჯული 29:21
გამოაცალკევებს მას უფალი დასაღუპად ისრაელის ყველა ტომიდან, ამ რჯულის წიგნში დაწერილი აღთქმის ყოველი წყევლის თანახმად.

მეორე რჯული 29:27
და აინთო უფლის რისხვა ამ ქვეყანაზე და მოეწია მას მთელი წყევლა, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი.

მეორე რჯული 30:7
შენს მდევნელ მტრებსა და მოძულეებზე მიაქცევს მთელს ამ წყევლას უფალი, შენი ღმერთი.

ზაქარია 5:3
მითხრა: „ეს არის წყევლა, რომელიც მთელი დედამიწის პირზე გადმოვა, ვინაიდან ყოველი ქურდი მოისპობა გრაგნილის ერთ გვერდზე დაწერილის მიხედვით და ყოველი ცრუმოფიცარი მოისპობა გრაგნილის მეორე გვერდზე დაწერილისამებრ.

გამოცხადება 22:3
მეტად აღარაფერი იქნება დაწყევლილი; და ღვთისა და კრავის ტახტი იქნება მასში, და მისი მსახურნი ემსახურებიან მას.