როცა ხარ მამა ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 6:4
თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.

იგავნი 22:6
ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას.

კოლოსელთა 3:21
მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ.

ფსალმუნები 102:13
როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.

ფსალმუნები 126:3-5
აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. ნეტარია კაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.

2 ტიმოთეს 3:16
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული.

იგავნი 23:24
ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით.

იგავნი 3:11-12
უფლის დარიგებას, შვილო ჩემო, ნუ შეიზიზღებ და მისი შეგონება ნუ მოგძულდება. ვინც უყვარს უფალს, იმას დასჯის როგორც მამა – შვილს, თავის საქებარს!

იგავნი 17:27
ცოდნის მცოდნელი თავისი ნათქვამის მომჭირნეა და თავშეკავებულია გონიერი კაცი.

იგავნი 23:22
უსმინე შენს მამას, მან გშობა შენ და აბუჩად ნუ აიგდებ შენს დედას, როდესაც მოხუცდება იგი.

იგავნი 1:8
ისმინე, შვილო ჩემო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.

იგავნი 13:22
კეთილი კაცი შვილთაშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლისათვის ინახება.


მსგავსი თემები:

მამის მოვალეობები       მამის მზრუნველობა

Advertisements