როგორ მოვიდა განკურნება ბიბლიის მუხლები

მათეს 9:22
იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა. და მაშინვე განიკურნა ქალი.

ლუკას 8:48
უთხრა მას: ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა. წადი მშვიდობით!

ლუკას 18:42
უთხრა იესომ: აახილე! შენმა რწმენამ გიხსნა.

საქმეები 14:9
ისმენდა იგი პავლეს საუბარს; შეხედა მას პავლემ და დაინახა, რომ ჰქონდა რწმენა განსაკურნებლად,

მარკოზის 1:42
მყისვე მოშორდა კეთრი და განწმედილ იქნა.

ლუკას 8:42
დაინახა ქალმა, რომ ვერ დაიმალა, ძრწოლით მიუახლოვდა, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა.

მარკოზის 5:23
ევედრებოდა და ეუბნებოდა: ჩემი ქალიშვილი სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ განიკურნოს და იცოცხლოს.

საქმეები 19:12
ისე რომ, როცა ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ საბურველებსა და სარტყელებს ადებდნენ, ბოლო ეღებოდა მათ სნეულებას და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან.

იოანეს 5:6
იესომ მწოლარე რომ დაინახა, მიხვდა, რომ დიდი ხნის სნეული იყო და ჰკითხა: გინდა გამოჯანმრთელდე?

Advertisements